» » ოფიციალურად: „ბავარიამ“ სერჟ გნაბრი გაიფორმა

ოფიციალურად: „ბავარიამ“ სერჟ გნაბრი გაიფორმა

11-06-2017, 15:42 dachi8 სიახლეები 0

ოფიციალურად: „ბავარიამ“ სერჟ გნაბრი გაიფორმა
„ვერდერის“ გერმანელი ნახევარმცველი სერჟ გნაბრი „ბავარიის“ ფეხბურთელი გახდა. ოფიციალური გვერდის განცხადებით 21 წლის ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
Bild-ის ინფორმაციით კი ტრანსფერის თანხამ 8 მილიონი ევრო შეადგინა.

გნაბრი „ვერდერში“ 2016 წლის ზაფხულს „არსენალიდან“ გადავიდა 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლისა და 1 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

„ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ კიდევ ერთი ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი „ბავარიაში“ გადმოვიდა. სერჟმა ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი ბრემენის „ვერდერში“ - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

„ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის „ბავარიის“ ნაწილი გავხდე. ამაღელვებელი მომავალი მელოდება, რომელსაც სულმოუთმენლად ველოდები“ - აცხადებს ფეხბურთელი.

სერჟ გნაბრი 1995 წლის 14 ივლისს დაიბადა, სიმაღლე 1,73 სმ. ამპლუა - მარცხენა ნახევარმცველი. გამოდიოდა „არსენალში" 2012-2016 წლებში და „ვერდერში“ 2016-2017 წლებში. გერმანიის ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლით გამოირჩა. არის ინგლისის თასის 2 გზის გამარჯვებული და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. ოლიმპიურ ტურნირში სერჟ გნაბრი 6 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.