» » გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია და ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქი

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია და ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქი

11-06-2017, 16:06 dachi8 სიახლეები 0

გერმანიის ნაკრების გოლების ფეერია და ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქი
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში, გერმანიის ნაკრებმა შესანიშნავ იოშუა კიმიხთან ერთად სან-მარინოს ნაკრები 7:0 ანგარიშით დაამარცხა. 32 467 ათასი მაყურებლის თვალწინ, ნიურბერგში, იულიან დრაქსლერმა ანგარიში გახსნა. სანდრო ვაგნერმა ხეთ-თრიქი შეასრულა, გოლები ასევე იუნესმა, მუსტაფიმ და ბრანდტმა მიითვალეს თავის ანგარიშზე.

კიმიხი მოედანზე მარჯვენა მცველის პოზიციაზე გამოვიდა, მაგრამ დაცვაში მას ნაკლები სამუშაო ჰქონდა. ამის გათვალისწინებით „ბავარიელი“ ხშირად ერთვებოდა შეტევაში, მოედანზე მან 90 წუთი გაატარა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მატჩის ბოლოს გერმანელმა თავდამსხმელმა სანდრო ვაგნერმა იოშუა კიმიხზე განაცხადა: „რობერტ ლევანდოვსკი ბედნიერი იქნება, თუ კიმიხი მომავალ სეზონში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს. იოშუა კიმიხის გადაცემებით ის კიდევ უფრო ბევრ გოლს გაიტანს“.

კონფედერაციის თასზე გერმანიის ნაკრები პირველ მატჩს ავსტრალიის წინააღმდეგ 19 ივნისს ჩაატარებენ.

ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა

საღამომ რობერტ ლევანდოვსკისთვისაც წარმატებით ჩაიარა. „ბავარიის“ თავდამსხმელმა ხეთ-თრიქი გაიფორმა რუმინეთის ნაკრებთან, მატჩი 3:1 დასრულდა პოლონეთის სასარგებლოდ.

პირველ ტაიმში ლევანდოვსკიმ ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა (პენალტი). მეორე ტაიმში კი კიდევ 2 ბურთი გაიტანა (57-ე წუთზე თავური დარტყმით და 62-ე წუთზე პენალტიდან). ამგვარად, ლევანდოვსკიმ 6 შესარჩევი მატჩიდან უკვე 11 გოლი გაიტანა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.