» » ვერდერის გენერალური მენეჯერი გნაბრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

ვერდერის გენერალური მენეჯერი გნაბრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

11-06-2017, 22:29 dachi8 სიახლეები 0

ვერდერის გენერალური მენეჯერი გნაბრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა
“ვერდერის“ გენერალური დირექტორი კლაუს ფილბრი უკმაყოფილო და იმედგაცრუებული დარჩა გერმანელი ნახევარმცველი სერჟ გნაბრის გადაწყვეტილებით კლუბი დაეტოვებინა.

„მე ვიმედოვნებდი, რომ სერჟი უფრო მეტ სიმტკიცეს გამოიჩენდა. სავარაუდოდ, მან ნაკლებად წინააღმდეგობებიანი გზა აირჩია. მსურდა დამეჯერა, რომ ის თავს „ვერდერის“ ფეხბურთელად გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავდა და ჩვენ ლაპარაკში ამ თემებზე ხშირად გვიმსჯელია. მაგრამ რაღაც მოხდა მის თავს ტრავმის მიღების შემდგომ. მისი ფიქრები შეიცვალა ამასთან დაკავშირებით. 1 წლის წინ ჩვენ გნაბრი „არსენალიდან“ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შევიძინეთ. ახლა ის გარკვეულ თანხაზე გავყიდეთ. ფაქტიურად ჩვენ ნოლზე გავედით. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ამის მიუხედავად, მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, - განაცხადა კლაუს ფილბრმა.

გერმანულ გამომცემლობებზე დაყრდნობით, 2016 წელს ბრემენის „ვერდერმა“ ლონდონის „არსენალიდან“ გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერში 5 მილიონი ევრო დახარჯა. ამავე გამომცემლობებზე დაყრდნობით „ბავარიამ“ გნაბრის ტრანსფერში 8 მილიონი ევრო გადაიხადა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.