» » "ბავარია" გერმანიის თასის პირველ ტურში "კემნიცერს" შეხვდება

"ბავარია" გერმანიის თასის პირველ ტურში "კემნიცერს" შეხვდება

11-ივნ-2017, 23:16
0336
მისია „ბერლინი“ მომავალ სეზონში საქსონიიდან დაიწყება. 2017/18 წლის სეზონის გერმანიის თასის პირველ ტურში „ბავარია“ „კემნიცერს“ დაუპირისპირდება.

კენჭისყრა კვირა საღამოს დორტმუნდში, გერმანიის ფეხბურთის მუზეუმში გაიმართა.
მატჩები გამოსასვლელ დღეებში 11-14 აგვისტოს გაიმართება. „ბავარია“ „კემნიცერს“ 12 აგვისტოს შეხვდება, თბილისის დროით 17:30 საათზე.

„კემნიცერმა“ მრავალჯერ შეიცვალა სახელი, ამ სახელით კი ის 1990 წლის 13 ივნისიდან ასპარეზობს. 2016/17 სეზონში მე-3 დივიზიონის გუნდმა 52 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა.

კლუბის მიღწევები:

- 1967 წლის გდრ-ის ჩემპიონი
- გდრ-ის თასის ფინალისტები, 1969,1983, 1989წწ.
- გდრ-ის ვიცე ჩემპიონები 1990წ.
- საქსონიის თასის მფლობელები: 1997; 1998; 2006; 2008წწ.
- გერმანიის თასის ნახევარფინალისტები: 1993წ.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ფეხბურთელი, გერმანიის ნაკრებისა და „ბავარიის“ ყოფილი ნახევარმცველი მიხაელ ბალაკი „კემნიცერის“ აღზრდილია და ის ამ კლუბის რიგებში 1983-1997 წლებში გამოდიოდა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..