» » კიმიხი მზადაა გოლკიპერის როლი მოირგოს

კიმიხი მზადაა გოლკიპერის როლი მოირგოს

12-06-2017, 16:59 dachi8 სიახლეები 0

კიმიხი მზადაა გოლკიპერის როლი მოირგოს
“ბავარიის“ გერმანელი ნახევარმცველი იოშუა კიმიხი ბედნიერი იქნება ნებისმიერ პოზიციაზე თამაშის მიცემის შესაძლებლობისას, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას კარში დააყენებენ.

22 წლის გერმანელი შესანიშნავად თამაშობს მოედნის ცენტრში, თუმცა ბაიერნში მას ცენტრალური მცველის პოზიციაზეც უთამაშია, ხოლო გერმანიის ნაკრებში ის მარჯვენა პოზიციაზეა განთავსებული.
კიმიხს რამოდენიმეჯერ აქვს ნათქვამი რომ უპირატესობას მოედნის ცენტრში თამაშს ანიჭებს, მაგრამ თუ სასტარტო 11-ულს ეხება მზადაა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი ის კი არაა თუ რა პოზიციაზე ვთამაშობ, არამედ თუ რამდენს ვთამაშობ“ - განაცხადა იოშუამ გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Kicker-თან საუბრისას.

„როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთო თამაშსა და მატჩის სათადარიგო სკამიდან ყურებას შორის, მე ყოველთვის თამაშს ავირჩევ. ბედნიერი ვიქნებოდი მეთამაშა როგორც გოლკიპერის, თავდამსხმელის ან შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. სკამიდან ყურების სანაცვლოდ სათამაშოდ ნებისმიერ პოზიციას ავირჩევდი“.

„ორივეგან, გერმანიის ნაკრებშიც და ბაიერნშიც“ საკმაოდ არიან ფეხბურთელები, რომლებიც დიდი ხანია გუნდში არიან და საკმაო კვალიფიკაცია გააჩნიათ. ყოველთვისა არის იმის რისკი, რომ იმდენ სათამაშო დროს ვერ მიიღებ რამდენსაც ისურვებდი“ - აცხადებს რეკორდმაისტერის მომავალი მარჯვენა მცველი.

იოშუა კიმიხმა 2016/17 სეზონში ყველა ტურნირზე 40 თამაშში მიიღო მონაწილეობა, სადაც 9 გოლით გამოირჩა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.