» » რაიტის იდეა - ლევანდოვსკი სანჩესის ნაცვლად

რაიტის იდეა - ლევანდოვსკი სანჩესის ნაცვლად

12-06-2017, 17:28 dachi8 სიახლეები 0

რაიტის იდეა - ლევანდოვსკი სანჩესის ნაცვლად
ინგლისის ნაკრებისა და „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა იან რაიტმა საინტერესო კომენტარი გააკეთა ალექსის სანჩესით „ბავარიის“ დაინტერესების თაობაზე.

რაიტი თვლის, რომ „მეთოფეებმა“ გერმანულ კლუბს გაცვლა უნდა შესთავაზონ, კერძოდ კი ჩილელი ფეხბურთელი, რეკორდმაისტერის პოლონელ თავდამსხმელზე, რობერტ ლევანდოვსკიზე გაცვალონ.

„თუ სანჩესს „ბავარიაში“ გადასვლა სურს, მაშინ შესანიშნავია. ჩვენ კი ლევანდოვსკი გვსურს. თუ ლევანდოვსკის ვერ მივიღებთ, მაშინ დუგლას კოშტა უნდა შევიძინოთ“, - დაწერა რაიტმა თავის ოფიციალლურ „ტვიტერის“ გვერდზე.

თუმცა რაიტს იმედგაცრუება ელოდება, რადგან ისეთი ფეხბურთელი როგორიც რობერტ ლევანდოვსკია, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენილ კლუბში გადასვლას ნამდვილად არ ისურვებს. ხოლო, რაც შეეხება დუგლას კოსტას, როგორც გერმანული პრესა იუწყება მისი ტრანსფერი „იუვენტუსში“ სულ მალე გასაჯაროვდება.

იან რაიტი „არსენალში“ 1991-1998 წლებში გამოდიოდა, თავდამსხმელის პოზიციაზე და დღემდე „მეთოფეების“ ცოცხალ ლეგენდად ითვლება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.