» » Sky Sport Italia: დუგლას კოშტა ტურინელებს შეუთანხმდა

Sky Sport Italia: დუგლას კოშტა ტურინელებს შეუთანხმდა

14-06-2017, 11:05 -ss- ჭორები 0

Sky Sport Italia:  დუგლას კოშტა ტურინელებს შეუთანხმდა
მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი დუგლას კოშტა, ტურინის "იუვენტუსს" უახლოვდება. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Sky Sport Italia იტყობინება, 26 წლის შემტევმა, ტურინულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, რომლის თანახმადაც წლიური გასამრჯელოს სახით, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი 7 მილიონ ევროს მიიღებს. ახლა ჯერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა.

ზემოაღნიშნული სპორტული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნი" ბრაზილიელ ვინგერში, 50 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს.იტალიური პრესა კი იტყობინება, რომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, მოლაპარაკების საწყის თანხად 40 მილიონი ევრო დაასახელოს.

დუგლას კოშტა, მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში 2015 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა. გერმანულ გრანდს, დონეცკის "შახტარიდან" ხსენებული ფეხბურთელის ტრანსფერი, 30 მილიონი ევრო დაუჯდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოქმედი ხელშეკრულება კი, 2020 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. 2016-2017 წლის განვლილ საფეხბურთო სეზონში, შემტევმა ნახევარმცველმა "ბავარიის" მაისურით 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გახდა 7 გატანილი გოლისა და 9 შედეგიანი გადაცემის ავტორი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.