» » Record: "ბარსელონა" რენატუ სანჩესით დაინტერესდა

Record: "ბარსელონა" რენატუ სანჩესით დაინტერესდა

14-06-2017, 12:50 -ss- ჭორები 0

Record:
"რეკორდმაისტერის" ახალგაზრდა პორტუგალიელი ლეგიონერი რენატუ სანჩესი, კატალონიის "ბარსელონას" ინტერესის სფეროში მოექცა. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Record-ი იტყობინება, ესპანური გრანდი 19 წლის ნახევარმცველის კანდიდატურას განიხილავს ერთგვარ ალტერნატივად, იმ შემთხვევისათვის, თუკი "პარი სენ-ჟერმენი"-ის ფეხბურთელის, მარკო ვერატის ტრანსფერთან დაკავშირებით, კლუბებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდება.

ზემოაღნიშნული წყაროს ინფორმაციით, პარიზული კლუბი, იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერისათვის 100 მილიონ ევროს ითხოვს, რაც კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობისათვის, სრულიად მიუღებელი თანხაა. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, "ბარსელონამ" შესაძლოა აქცენტი სწორედ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველზე გააკეთოს, რომლის სატრანსფერო ღირებულება გაცილებით ნაკლებია, რაც გარიგების განხორციელების შესაძლებლობას რეალურს ხდის.

რენატუ სანჩესსა და მიუნხენის "ბაიერნს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, მოქმედების ვადად, 2021 წლის 30 ივნისი აქვს განსაზღვრული. ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება transfermarkt-ის ინფორმაციით, 30 მილიონ ევროს შეადგენს. იქცევა თუ არა რეალობად, გერმანულ გრანდსა და კატალონიის "ბარსელონას" შორის, ზემოხსენებული გარიგება, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.