» » „ბავარიამ“ საზაფხულო სატრანსფერო გეგმები შეცვალა

„ბავარიამ“ საზაფხულო სატრანსფერო გეგმები შეცვალა

14-06-2017, 19:05 dachi8 სიახლეები 0

„ბავარიამ“ საზაფხულო სატრანსფერო გეგმები შეცვალა
„ბავარიის“ ხელმძღვანელობამ ამ ზაფხულილსათვის თავისი სატრანსფერო მიზნები დააკორექტირა - ნათქვამია გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-ში.

თავიდან „მიიუნხენელები“ გეგმავდნენ „არსენალის“ ჩილელი თავდამსხმელის ალექსის სანჩესისა და „პსჟ“-ს ნახევარმცველის მარკო ვერატის შეძენას.

თუმცა დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიღებული იყო სხვა გადაწყვეტილება - არ დაენიშნათ ხელფასი ჩილელი ფორვარდისათვის 25 მილიონი ევრო წელიწადში. ამის გარდა, „ბავარიამ“ გააცნობიერა, რომ ვერატის ტრანსფერი არარეალური იყო.

იტალიელის სანაცვლოდ „ბავარია“ უახლოეს საათებში „ლიონის“ ნახევარმცველს კორენტინ ტოლისოს გაიფორმებს.

სანჩესის ალტერნატივად კი „ატლეტიკოს“ ბელგიელი ნახევარმცველი იანიკ ფერეირა კარასკო მიიჩნევა. 23 წლის ბელგიელის ტრანსფერი 40 მილიონადაა შეფასებული.

აქვე დავამატებთ, რომ გერმანელები ასევე დაინტერესებულნი არიან „აიაქსის“ ცენტრალური მცველის მატეის დე ლიხტის დამატებით და „ბავარიის“ ტექნიკური დირექტორი მიხაელ რეშკე უკვე დაესწრო 17 წლის ჰოლანდიელის თამაშს.

„ბავარიის“ შემადგენლობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე შეივსო „ჰოფენჰაიმის“ 2 ფეხბურთელით, ცენტრალური მცველი ნიკლას ზიულეთი და ნახევარმცველი სებასტიან რუდეთი, ასევე სულ ახლახანს გაიფორმეს „ვერდერიდან“ გერმანელი ვინგერი სერჟ გნაბრი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.