» » "ბავარია" ახალგაზრდა ნიჭიერი ჰოლანდიელი მცველით დაინტერესდა

"ბავარია" ახალგაზრდა ნიჭიერი ჰოლანდიელი მცველით დაინტერესდა

14-06-2017, 22:27 dachi8 ჭორები 0

მიუნხენის “ბაიერნი“ ახალგაზრდა ტალანტების ძიებაშია. სჩანს, რეკორდმაისტერის ინტერესების სფეროში ჰოლანდიელი სუპერ ტალანტი „აიაქსის“ 17 წლის ცენტრალური მცველი მატეის დე ლიხტი მოექცა.

„ბავარია“ - ნიკლას ზიულესა და სერჟ გნაბრის გაფორმებით მომავლის კურსს მიჰყვება. ახლა, რეკორდმაისტერი „აიაქსის“ 17 წლის ჰოლანდიელი ცენტრალური მცველით სუპერ ნიჭიერი მატეის დე ლიხტითაა დაინტერესებული, რომელმაც უკვე ისტორიაში შესვლა მოასწრო. ევროპის ლიგის ფინალში „აიაქსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა (0:2), სადაც ლიხტი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ევროპა ლიგის ფინალების ისტორიაში.

როგორც Sport Bild იუწყება, „ბავარიის“ ტექნიკური დირექტორი მიხაელ რეშკე ევროპა ლიგის ფინალს სწორედ ლიხტის დასათვალიერებლად დაესწრო. რეშკე სპორტული დირექტორის მოვალეობას ითავსებს და კლუბში ის წყვეტს თუ ვინ შემოაბიჯებს ზაბენერ შტრასეზე და ვინ არა, მის სატრანსფერო გარიგებებს მიეკუთვნება, მათს ჰუმელსის, იოშუა კიმიხის, კინგსლი კომანისა და რენატო სანჩესის მობრძანება გერმანულ კლუბში.

„აიაქსში“ ლიხტი სწრაფად გახდა ძირითადის ფეხბურთელი და ევროპული გრანდების ყურადღებაც სწრაფადვე მიიქცია. მისი კონტრაქტი ჰოლანდიურ კლუბთან 2019 წლამდეა გათვლილი. 17 წლის თინეიჯერი სუპერ ტალანტად ითვლება დაცვით ფუნქციებში და მას დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, რადგან ორივე ფეხს თანაბრად იყენებს. მისი გამოყენება ასევე 6-იანზეცაა შესაძლებელი.

4 თვის წინ სუპერ ტალანტის დებიუტი ჰოლანდიის ნაკრებშიც შედგა, სადაც ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში ბულგარეთის დაუპირისპირდა.

ლიხტის სწრაფი განვითარება შეუმჩნეველი არ დარჩენია „ბავარიას“. საკითხი მხოლოდ იმაშია, თუ „ბაიერნი“ რამდენად შეძლებს ახალგაზრდა მცველისთვის სათამაშო დროის გამოყოფას, რადგან გერმანულ გრანდში მსოფლიო დონის დუეტი მათს ჰუმელსი და ჟერომ ბოატენგი დაცვის ცენტრს ამყარებენ, არ უნდა დაგვავიწყდეს ხავი მარტინესი და ახლად შეძენილი ნიჭიერი გერმანელი მცველი ნიკლას ზიულეც, რომელიც ასევე თავის შანსს ელოდება „ბავარიაში“ და მომავლის იმედი აქვს.

ახალგაზრდა ჰოლანდიელისათვის ძალიან რთული იქნება რეკორდმაისტერის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა. „ბავარიის“ გარდა, ლიხტით ისეთი კლუბები არიან დაინტერესებულნი როგორებიც „ჩელსი“, „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და დორტმუნდის „ბორუსიაა“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.