» » Kicker: რობენი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

Kicker: რობენი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

15-06-2017, 11:47 -ss- სიახლეები 0

Kicker: რობენი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, ცნობილ სპორტულ გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 33 წლის ვინგერის განცხადებით, იგი სულ უფრო ხშირად ფიქრობს, იმასთან დაკავშირებით თუ რას მოიმოქმედებს პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ. ფეხბურთელის თქმით, კონკრეტული გეგმები არ გააჩნია, თუმცა ნიდერლანდებში დაბრუნებას და საფეხბურთო კლუბ "გრონინგენთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

"საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, სიმშვიდეს ვინარჩუნებ. არ ვიცი რა მოხდება 2018 წელს. ჩემთვის მნიშვნელოვანია რა ხდება აქ და ახლა. სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული. ვაღიარებ, ბევრს ვფიქრობ, თუ რას მოვიმოქმედებ კარიერის დასრულების შემდეგ. ეს აზრები კი ჩემში სულ უფრო და უფრო ხშირად მოდის. თავისმხრივ ეს ნიშანია იმისა, რომ აქტიურ ფეხბურთთან დამშვიდობების დრო ახლოვდება. ასეთია რეალობა."

"საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ, ნიდერლანდებში დაბრუნება გადაწყვეტილი მაქვს."გრონინგენთან" განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს. შესაძლოა, მუშაობა სწორედ ამ კლუბში განვაგრძო"-ციტირებს არიენ რობენის სიტყვებს გამოცემა Kicker-ი.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ლეგიონერმა, საკუთარი პროფესიული კარიერა სწორედ საფეხბურთო კლუბ "გრონინგენში" დაიწყო. ხსენებული კლუბის ღირსებას, არიენ რობენი შორეულ 2002 წლამდე იცავდა, რის შემდეგადაც ასპარეზობა "პსვ ეინდჰოვენში" განაგრძო.

სულ რამოდენიმე კვირის წინ, აღნიშნული კლუბის გენერალურმა დირექტორმა ჰანს ნიილენდმა, არიენ რობენთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა. "ეს ნამდვილად ჩვენს მიზანს წარმოადგენს. თუკი არიენი "გრონინგენში" დაბრუნებას გადაწყვეტს, მაშინ მას წარმოუდგენელი დახვედრა ელის. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩვენი სურვილია, რობენმა საკუთარი საფეხბურთო კარიერა, სწორედ ჩვენს კლუბში დაასრულოს."
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.