» » რუმენიგე: ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ფეხბურთელებს კვლავ დავიმატებთ

რუმენიგე: ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ფეხბურთელებს კვლავ დავიმატებთ

15-06-2017, 12:27 -ss- სიახლეები 0

რუმენიგე: ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ფეხბურთელებს კვლავ დავიმატებთ
მიუნხენური კლუბის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, სატრანსფერო საკითხებთან დაკავშირებით, გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით, კლუბი ვადაზე ადრე არ აპირებს დახუროს სატრანსფერო ფანჯარა, თუმცა ახალი ფეხბურთელების მოყვანასთან დაკავშირებით გარანტიების მიცემა უჭირს და მოვლენების განვითარებას ელოდება.

"ახლა ივნისის შუა პერიოდია. სატრანსფერო ფანჯარა კი ღია აგვისტოს თვის ბოლომდეა. რა თქმა უნდა, კარების ვადაზე ადრე დაკეტვას არ ვაპირებთ, მაგრამ ამავედროს, ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ფეხბურთელების შეძენას გააგრძელებს. ასე რომ, სრული სიმშვიდით ვაპირებთ განვაგრძოთ, სატრანსფერო ბაზარზე დაკვირვება" - აღნიშნა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ მიუნხენის "ბაიერნმა" გუშინ, ფრანგულ საფეხბურთო კლუბ "ლიონის" 22 წლის ნახევარმცველი, კორენტინ ტოლისო გაიფორმა. ფეხბურთელთან დადებული ხელშეკრულების ვადად 2022 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. აღნიშნულ ფაქტს წინ უსწრებდა, მიუნხენის "ბაიერნის" მიერ ბრემენის "ვერდერიდან" განხორციელებული კიდევ ერთი ტრანსფერი სერჟ გნაბრის სახით, რომელმაც "რეკორდმაისტერთან" სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.