» » მარკო ფრიდლი: ანჩელოტი ყოველდღიურად მაძლევს რჩევას

მარკო ფრიდლი: ანჩელოტი ყოველდღიურად მაძლევს რჩევას

15-06-2017, 13:01 -ss- სიახლეები 0

მარკო ფრიდლი: ანჩელოტი ყოველდღიურად მაძლევს რჩევას
მიუნხენის "ბაიერნის" 19 წლის უკანახაზელი მარკო ფრიდლი, იტალიელი მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის შესახებ საუბრობს. ახალგაზრდა მცველის განცხადებით, მას "ბავარიელთა" თავკაცთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს და მის რჩევა-დარიგებებს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. ფეხბურთელი რომელიც გასულ სეზონში, მიუნხენური კლუბის 19 წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებიდან ძირითად გუნდში, საკუთარი ადგილის დამკვიდრებას შეეცდება.

"როდესაც ფორვარდის პოზიციაზე ვასპარეზობდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დროთა განმავლობაში ჩემი ამპლუა შეიცვლებოდა და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, მცველის პოზიციაზე მომიწევდა თამაში. პროფესიონალ ფეხბურთელებთან ურთიერთობისას, ჩემი ძლიერი მხარე სწორედ მცველის ამპლუაში გამოვლინდა. მიუნხენის "ბაიერნიც" ამ პოზიციაზე გეგმავს, ჩემს გამოყენებას და უნდა ვაღიარო, რომ ეს ძალიან მომწონს."

"რაც შეეხება კარლო ანჩელოტთან ურთიერთობას, მასთან ფაქტიურად ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვსაუბრობ და გარკვეულ რჩევა-დარიგებებს ვიღებ. ის ნათლად მიხსნის თუ რას მოითხოვს ჩემგან, რაც მე ძალიან მეხმარება" - ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Laola1-ი ახალგაზრდა "ბავარიელის" სიტყვებს.

მარკო ფრიდლი, წარმოშობით ავსტრიელი, 19 წლის უკანახაზელია. მიუნხენის "ბაიერნის" 19 წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში იგი 2015 წლის 1 ივლისიდან ასპარეზობს. 2017 წლის 14 მარტს, კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალი პროფესიული ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მოქმედების ვადად 2021 წლის 30 ივნისი განისაზღვრა
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.