» » Bild: პაპენი კორენტინ ტოლისოს შესახებ საუბრობს

Bild: პაპენი კორენტინ ტოლისოს შესახებ საუბრობს

16-06-2017, 11:28 -ss- სიახლეები 0

Bild:  პაპენი კორენტინ ტოლისოს შესახებ საუბრობს
წარსულში ყველასათვის ცნობილი ფრანგი თავდამსხმელი ჟან-პიერ პაპენი, რომელიც შორეულ 1994-1996 წლებში, მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავდა, თავის თანამემამულე, კორენტინ ტოლისოს შესახებ საუბრობს. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, 53 წლის ვეტერანი ფეხბურთელი, "ბავარიის" ახალწვეულის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს და აცხადებს, რომ ტოლისოს საკუთარი თამაშის სტილით, ტონი კროოსს ამსგავსებს.

"კორენტინ ტოლისო, საკუთარი სათამაშო სტილით, ტონი კროოსს მახსენებს. მას შეუძლია შეტევითი და დაცვითი მოქმედებების წარმართვა. მოედნის შუა ხაზში, იგი მნიშვნელოვანი როლის მატარებელია. გარდა ამისა, ეს ფეხბურთელი გამოირჩევა ტექნიკური მონაცემებით, მეტოქე კარისათვის ის ძალიან სახიფათოა. მას ასევე შეუძლია, საკუთარი თანაგუნდელები, საგოლე გადაცემებით უზრუნველჰყოს" - ციტირებს ექს-ბავარიელის სიტყვებს გამოცემა Bild-ი.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის "ბაიერნმა" 22 წლის ფრანგ ნახევარმცველთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ლიონიდან" ხსენებული ფეხბურთელის ტრანსფერი გერმანულ გრანდს, 41,5 მილიონი ევრო დაუჯდა. კლუბებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე ითვალისწინებს ე.წ ბონუს დანამატს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.