» » Bild: "ბაიერნს" ვერატის გადმობირების იმედი არ დაუკარგავს

Bild: "ბაიერნს" ვერატის გადმობირების იმედი არ დაუკარგავს

16-06-2017, 14:45 dachi8 ჭორები 0

Bild:
როგორც გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild იუწყება, მიიუნხენის „ბაიერნს“ ჯერ არ დაუკარგავს ინტერესი იტალიელი ნახევარმცველის მარკო ვერატის მიმართ.

ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით, „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ამ დღეებში თავის თანამემამულეს უკვე დაეკონტაქტა და მის დაყოლიებას ცდილობდა „ბავარიაში“ გადმოსვლის თაობაზე.

იტალიელ სპეციალისტს ყურმოკრული ამბებიდან არ აქვს გაგონილი მარკო ვერატის შესაძლებლობების შესახებ. ანჩელოტი ახალგაზრდა ნახევარმცველს სრულ ნდობას უცხადებდა „პსჟ“-ს მთავარი მწვრთნელის რანგში ყოფნის დროს.

თუმცა, მიუნხენელების მთავარ პრობლემას სატრანსფერი თანხა წარმოადგენს. ფრანგული კლუბი ვერატის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს მოითხოვს, მაშინ როდესაც „ბავარია“ 45 მილიონ ევროზე მეტის გადამხდელი არაა.

ვერატის ტრანსფერით ასევე კატალონიის „ბარსელონაა“ დაინტერესებული, რომელიც მზადაა პარიზულ კლუბს იტალიელის სანაცვლოდ 100 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთოს.

მარკო ვერატის სტატისტიკა არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება 2016/17 წლის სეზონში, სადაც 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, შუახაზელის ანგარიშზე 3 გატანილი გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.