» » ტომას ლინკე შესაძლოა "ბაიერნის" სპორტულ დირექტორად დაინიშნოს

ტომას ლინკე შესაძლოა "ბაიერნის" სპორტულ დირექტორად დაინიშნოს

16-06-2017, 15:08 dachi8 ჭორები 0

ტომას ლინკე შესაძლოა
მიუნხენური კლუბის ყოფილი მცველი ტომას ლინკე შესაძლოა „ბავარიის“ სპორტული დირექტორი გახდეს, იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა Münchner Merkur.

47 წლის ფუნქციონერი ტომას ლინკე ანალოგიურ თანამდებობას იკავებდა „ინგოლშტადტ 04“-ში, თუმცა პოზიცია, რომელიც 2011 წლიდან ჰქონდა დაკავებული ამ ზაფხულს თავისი ნებით დატოვა. წამოსვლის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ გუნდს სათანადო იმპულსს ვეღარ აძლევდა.

მას შემდეგ რაც 2016 წლის ივლისიდან მათიას ზამერმა „ბავარიის“ სპორტული დირექტორის პოსტი ავადმყოფობის გამო დატოვა, ეს თანამდებობა დღემდე ვაკანტურად რჩება. თუმცა კლუბში ამ პოზიციის მნიშვნელობას საკმაოდ კარგად აცნობიერებენ.

ყოფილი ბავარიელი ტომას ლინკე გერმანულ კლუბში 7 წელი ასპარეზობდა, სადაც ბუნდესიგის 5 გზის და გერმანიის თასის 3 გზის გამარჯვებული გახდა.
ხოლო, 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პენალტების სერიაში, ტომას ლინკეს გადამწყვეტი გოლის წყალობით. „ბაიერნი“ ტურნირის გამარჯვებული გახდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.