» » მარიო და მატსი Hugo Boss-ის კითხვებს პასუხობენ

მარიო და მატსი Hugo Boss-ის კითხვებს პასუხობენ

16-06-2017, 23:50 dachi8 სხვადასხვა 0

მარიო და მატსი Hugo Boss-ის კითხვებს პასუხობენ
როგორც მოგეხსენებათ, გერმანიის ეროვნულ ნაკრებს გერმანული მოდური ტანსაცმლის მწარმოებელი Hugo Boss აცმევს. ამჯერად კი მათ ჟურნალი Hugo Boss-ისთვის ინტერვიუ "ბაიერნის" ყოფილი თავდამსხმელი მარიო გომესისაგან და "რეკორდმაისტერის" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსისაგან აიღეს. მატსი და მარიო ჟურნალისათვის 10 კითხვას უპასუხებენ.

10 კითხვა მათს ჰუმელსს და მარიო გომესს Hugo Boss-გან

- თუ გაქვთ რაიმე თქვენეული რიტუალი თამაშის წინ?
მატსი: არა, არანაირი რიტუალი არ მაქვს.
მარიო: კი მე მაქვს. თავიდან ყოველთვის ვიცმევ მარცხენა ბუცს, შემდეგ კი მარჯვენას. რამდენად ეფექტური და სასარგებლოა ეს რიტუალი ჯერ არ გამომიცდია (იცინის)

- რაზე ფიქრობთ, როდესაც თქვენი ქვეყნის ჰიმნი ჟღერს?
მატსი: რეალურად, ვფიქრობ რომ ტექსტი არ დამავიწყდეს და არაფერი არ ავურიო - რამდენადაც მე ვიცი, ტელევიზორში მისმენენ.
მარიო: როდესაც ჰიმნი ჟღერს თამაშის წინ, სიამაყითა და მადლიერების გრძნობით ვივსები ჩემი ქვეყნის გამო, იმ შესაძლებლობის მიცემისათვის, რომ გერმანიისთვის ვითამაშო.

- სპორტში გამარჯვებებებიც და მარცხიც არის. არის რაიმე ისეთი, რაც გეხმარებათ არც თუ ისე იღბლიანი თამაშის შემდეგ?
მატსი: მე არაფერი განსაკუთრებული არ მჭირდება. პროფესიონალურ სპორტში ყოველთვის ყველაფერი ისე არ მიდის როგორც შენ გსურს რომ წავიდეს და ამას შევეჩვიე, ასე, რომ ადვილად ვდგები ჩვეულ ფორმაში.
მარიო: დრო მჭირდება, იმისათვის რომ ცუდი მატჩი დავიწყებას მივცე, მაგრამ ფეხბურთისა და ჩვეული ცხოვრების ერთმანეთისგან გარჩევა შემიძლია. იგივე ეხება ტრავმებსაც.

- როგორი სპორტული გეგმები გაქვთ ამჟამად?
მატსი: მე რამოდენიმე მაქვს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტიტულების მოგება მსურს კლუბთან ერთად, იგივე შემიძლია ვთქვა ნაკრებზეც. მესმის, რომ 2-3 ტურნირზე თამაშს თუ მოვასწრებ ნაკრებში, ამიტომ, რა თქმა უნდა ტიტულები ჩემს მიზანს წარმოადგენს.
მარიო: ცხადია - მსოფლიოს ჩემპიონობა

- რას ურჩევდით ახალგაზრდა ფეხბურთელებს?
მატსი: ყველაფერი ასაკზეა დამოკიდებული. თუ ისინი ჯერ მხოლოდ 11 ან 12 წლისები არიან, მაშინ მათ პირველ ადგილზე თამაშისაგან სიამოვნების მიღება უნდა ისწავლონ. არ ღირს, რაიმე ჩარჩოებში მოქცევა, უბრალოდ უნდა ითამაშონ და თავისი თავი გამოსცადონ. როდესაც შენ 17 ან 18 წლის ხარ და გრძნობ, რომ რაიმეს მიღწევა შეგიძლია, აუცილებელია პასუხისმგებლობით მოექცე ყველაფერს და შენი ყურადღება მხოლოდ ფეხბურთს მიაპყრო.
მარიო: დისციპლინისა და პროფესიონალიზმის მიუხედავად, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი დადგე,
არასოდეს არ დაკარგონ შესაძლებლობა იმისა, რომ თამაშისაგან სიამოვნება მიიღონ.

- საქმიანი თუ ყოველდღიური სტილი?
მატსი: შემთხვევას გააჩნია. მე მომწონს ისიც და ისიც, მაგრამ უფრო ყოველდღიურ სტილს ვიყენებ.
მარიო: ყველაზე მეტად კომფორტულად ყოველდღიური სტილის ტანსაცმელში ვგრძნობ თავს.


- რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ახალ კოლექციაში?
მატსი: ლურჯი ქურთუკი. ის სპორტულია და ამავე დროს ელეგანტური და თან მიხდება.
მარიო: კოსტიუმი Slim Fit.

ლურჯი ქურთუკი

მარიო და მატსი Hugo Boss-ის კითხვებს პასუხობენ


კოსტიუმი Slim Fit.

მარიო და მატსი Hugo Boss-ის კითხვებს პასუხობენ



რის გარეშე ვერ გაძლებდით, როდესაც სადმე მიემგზავრებით?
მატსი:ძირითად ნივთებს განეკუთვნება ნოუთბუქი, ტუალეტის აქსესუარები და რაც მთავარია კონტაქტური ლინზები.
მარიო: ჩემი ტელეფონი ისეთივე საჭირო ხელსაწყოა, როგორიც ჩემი კბილის ჯაგრისი.


- დედამიწაზე რომელი ადგილი უნდა მოინახულო აუცილებლად?
მატსი: სამწუხაროდ, იმდენი არ მინახია, რომ განვსაჯო.
მარიო: მე დიდი ფანატი ვარ მალდივების. ჩემთვის ეს სამოთხეა დედამიწაზე და იდეალური ადგილი იმისათვის, რომ მძიმე სეზონის შემდეგ რელაქსაციით დაკავდე, ძალები აღიდგინო და უბრალოდ დაისვენო.

- რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება?
მატსი: წარმატება - ეს არა მარტო ტიტულების მოპოვებაა. ყველაზე დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე არის უამრავი პატარა გამარჯვებები. მაგალითად, მძიმე ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება ჩემთვის წარმატებას წარმოადგენს. თუ შენი თავის წინაშე მიზანს ისახავ ვარჯიშებზე, შემდეგ რამოდენიმე კვირის ან თვის შემდეგ ამას მიაღწევ, ესეც წარმატებაა. პირადად მე, საჯარიმოში თავით თამაშის გაუმჯობესებას ვცდილობ და ამისათვის დიდ ძალისხმევას ვავლენ. რა თქმა უნდა არის უდიდესი მიღწევები - ტიტულების მოპოვება, ქვეყნის ჩემპიონობა კლუბთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონობა ნაკრებთან ერთად.
მარიო: იმ მიზნების მიღწევა რაც კი დამისახია.

მარიო და მატსი Hugo Boss-ის კითხვებს პასუხობენ

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.