» » რონალდუ "ბაიერნსაც" დაუკავშირეს

რონალდუ "ბაიერნსაც" დაუკავშირეს

18-06-2017, 20:12 dachi8 ჭორები 0

რონალდუ
მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა კარიერა მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელოს, ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

გამომცემლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გერმანული გრანდის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა, რომ 32 წლის პორტუგალიელის ხილვა სურს თავის გუნდში. იტალიელი რონალდუსთან ერთად „რეალში“ 2013-2015 წლებში თანამშრომლობდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის მთავარ წინაღობად შესაძლოა ფეხბურთელის მაღალი ფასი გახდეს.

„ბავარიას“ არ სურს რეალის მიერ დასახელებული თანხის 200 მილიონი ევროს გადახდა პორტუგალიელში. ამასთანავე, „პსჟ“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ არიან დაინტერესებულნი ფეხბურთელის შეძენით და მზად არიან აღნიშნული თანხის გადასახდელად.

როგორც ადრე გახდა ცნობილი, რონალდუმ „რეალის“ დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ესპანეთის პროკურატურამ ის გადასახადების დამალვაში დაადანაშაულა. პორტუგალიელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კლუბის დატოვება და მან უკვე „რეალის“ პრეზიდენტს ფლორენტინო პერესსაც შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

რონალდუ ესპანეთის პროკურატურის მხრიდან გადასახადების 14, 7 მილიონი ევროს დამალვაშია მხილებული 2011-2014 წლების პერიოდში.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.