» » "ბავარიის" ოფიციალური განცხადება - "დღის ტყუილი"

"ბავარიის" ოფიციალური განცხადება - "დღის ტყუილი"

19-06-2017, 16:32 dachi8 სიახლეები 0

„ბავარიის“ შესახებ ყოველ დღე წერენ ყვითელ პრესაში. ინტერნეტში ახალი ამბები კი საოცარი სისწრაფით ვრცელდება. მაგრამ ზოგჯერ ისეთ სიახლეებს წააწყდები, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი გულშემატკივრები კორექტულად იყვნენ ინფორმირებულნი და ამ მიზნით რუბრიკაში „დღის ტყუილი“ მთავარი ჭორის განეიტრალებას შევეცდებით.

ბოლო დღეებში იტალიური სპორტული გამოცემა "Gazzetta dello Sport"-მა არაერთხელ დაწერა, რომ თითქოსდა „ბავარია“ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელით კრიშტიანუ რონალდუთია დაინტერესებული. ეს ჭორი რამოდენიმე გერმანულმა გამოცემამაც აიტაცა.

„ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა: „ჩვენ შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ სატრანსფერი ფანჯრის დროს ბევრი ჭორი იწერება. როგორც წესი, ჩვენ მათზე კომენტარს არ ვაკეთებთ. მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევაში ამ ჭორზე თვალი ვერ დავხუჭეთ. იმ გავრცელებულ სიახლეს, რომ თითქოსდა რონალდუ შესაძლოა „ბაიერნში“ აღმოჩნდეს - არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ეს სუფთა წყლის მოგონილი ზღაპარია“ - განაცხადა რუმენიგემ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.