» » პულიშიჩი: "ბავარიაში" გადასვლა არ მსურს

პულიშიჩი: "ბავარიაში" გადასვლა არ მსურს

20-06-2017, 11:18 -ss- სიახლეები 0

პულიშიჩი:
დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი, ინტერნეტ-გამოცემა PennLive-თან მიცემულ ინტერვიუში, აცხადებს რომ მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობის მხრიდან, მის ტრანსფერთან დაკავშირებით, კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა, თუმცა ასეთის არსებობის შეთხვევაშიც კი, გერმანულ გრანდში ასპარეზობის სურვილი არ გააჩნია. 18 წლის ფეხბურთელის თქმით, ბუნდესლიგაში თამაში მას სრულ ბედნიერებას ანიჭებს და არც რომელიმე სხვა ჩემპიონატში სურს, საკუთარი ძალების მოსინჯვა.

"არა, მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლა არ მსურს. რა თქმა უნდა, ასი პროცენტით არაფრის მტკიცება არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვამბობ არას. როდესაც პატარა ვიყავი, ვოცნებობდი ინგლისის ჩემპიონატში მეთამაშა, თუმცა ახლა არსად წასვლას არ ვაპირებ. ბუნდესლიგაში ასპარეზობა, სრულ ბედნიერებას მანიჭებს"-ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა PennLive-ი, ახალგაზრდა ფეხბურთელის სიტყვებს.

კრისტიან პულიშიჩი, "შავ-ყვითელთა" რიგებში, 2016 წლის 4 იანვარს ჩაირიცხა. კლუბთან დადებულ ხელშეკრულებას, მოქმედების ვადად 2020 წლის 30 ივნისი აქვს განსაზღვრული. transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება, 18 მილიონ ევროს შეადგენს. 2016-2017 წლის განვლილ საფეხბურთო სეზონში, დორტმუნდის "ბორუსიას" მაისურით კრისტიან პულიშიჩმა, 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 5 გატანილი გოლისა და 13 შედეგიანი გადაცემის ავტორი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.