» » ლევანდოვსკი ჩელსიში?

ლევანდოვსკი ჩელსიში?

21-06-2017, 16:13
0113
ლონდონური კლუბი „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკითაა დაინტერესებული, იტყობინება ბრიტანული გამოცემა Mirror.

ინგლისური კლუბი ლევანდოვსკის დიეგო კოსტას შემცვლელად განიხილავს, რომელიც კლუბის დატოვებასთან ახლოსაა, ასევე იტალიელი სპეციალისტისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკისა და მისი აგენტის სიტყვები, სადაც ის აღიარებდა, რომ მეტად იმედგაცრუებული იყო თავისი თანაგუნდელებითა და მთავარი მწვრთნელით, რადგან არ დაეხმარნენ ბუნდესლიგის ბომბარდირის წოდების მოპოვებაში.

პოლონელმა მიმდინარე სეზონში 30 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩა დორტმუნდის „ბორუსიის“ თავდამსხმელს პიერ-ემერიკ ობამეანგს.

ლევანდოვსკის აგენტმა მაიკ ბარტელმა კი ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი იმედგაცრუებული მას ჯერ არ უნახავს პოლონელი.

თუმცა სტატისტიკისათვის ისიც უნდა დავამატოთ, რომ 2016/17 სეზონში პოლონელი თავდამსხმელი „ბავარიაში“ პირველი პენალტისტი გახდა, ამ როლს კი წინა სეზონებში გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ თავდამსხმელი თომას მიულერი ითავსებდა.

რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და მისი სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..