» » კიმიხი - ვიდალის წინააღმდეგ

კიმიხი - ვიდალის წინააღმდეგ

21-06-2017, 22:14 dachi8 სიახლეები 0

კიმიხი - ვიდალის წინააღმდეგ
1 წლის წინ იოშუა კიმიხი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა სათადარიგო მოთამაშის ამპლუაში, ახლა ბუნდესთიმის ერთ-ერთი ლიდერია კონფედერაციის თასის ტურნირზე. „ჩემთვის იოშუა ერთი-ერთი ყველაზე დიდი ტალანტია იმათ შორის, ვინც ბოლო 10 წლის განმავლობაში მყავს ნანახი“, - შეაქო 22 წლის ფეხბურთელი, ბუნდესთიმის მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა.

კიმიხი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრებში ყველა 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა სასტვენიდან სასტვენამდე. „თითოეულ ვარჯიშზე ის სურვილით იწვის მაქსიმუმამდე დაიხარჯოს. ეს ნამდვილი პროფესიონალია. მე დარწმუნებული ვარ, რომ იოშუას დიდი მომავალი აქვს“, - განაცხადა ლიოვმა.

ხუთშაბათს, იოშუა კიმიხსა და მის გუნდს ტოპ შეხვედრა ელოდება. ბუნდესთიმი ჩილეს ნაკრებს შეხვდება. ამ მატჩში ჯგუფში 1-ლი ადგილოსანის ბედი გადაწყდება. „ჩვენ უნდა მოვერიდოთ დიდი რაოდენობით შეცდომების დაშვებას და დიდი ძალისხმევა უნდა გამოვავლინოთ. შეტევაში უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა კიმიხმა ცენტრალური მატჩის წინ.

ავსტრალიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ (3:2), ბუნდესთიმის ფეხბურთელებმა თავის ძალებში რწმენა განიმტკიცეს „მატჩი ჩილესთან სრულიად სხვა დონის იქნება. ჩვენ სტაბილური თამაში უნდა ვაჩვენოთ 90 წუთის განმავლობაში და არა 60“, - განაცხადა ლიოვმა.


ვიდალი სიამაყით სავსეა და გამარჯვებები სწყურია


იოაჰიმ ლიოვმა, რომელიც უკვე 100 თამაშია სათავეში უდგას გერმანიის ნაკრებს და ამ მაჩვენებლით პირველი მწვრთნელი გახდება ბუნდესთიმის ისტორიაში, ჩილეს ნაკრები შეაქო და აღნიშნა, რომ ეს ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. „ისინი დაუჯერებლად ძლიერ თამაშს აჩვენებენ შეტევაში, ფეხბურთელები კი მოედანზე მუდმივად ცვლიან პოზიციებს ერთმანეთში. ჩილე საუცხოო ფეხბურთს აჩვენებს“.

ჩილეს ნაკრების ლიდერი „ბავარიელი“ არტურო ვიდალია, რომელსაც კიმიხი რასაკვირველია მშვენივრად იცნობს. პირველ მატჩში კამერუნის ნაკრებთან „მებრძოლმა“ ჩილეს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა (2:0). ვიდალი აღნიშნულ მატჩში გოლით გამოირჩა და ამ წუთისათვის 23 გოლით 91 მატჩში ჩილეს ნაკრებში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელად ითვლება.

„ნაკრების მაისურით 91 მატჩი ჩავატარე. ვამაყობ იმით, რომ ამ მაისურს ვატარებ. ეს საუკეთესოა, რაც კი ჩემს კარიერაშია“, - აცხადებს ვიდალი. „ჩვენ თასის მოგება გვსურს - ეს ჩვენი ოცნებაა“, - ხაზი გაუსვა არტურომ თავის ნათქვამს. ნახევარმცველი მზადაა ძალ-ღონე არ დაზოგოს იმისათვის, რომ ჩილეს ნაკრებმა გერმანიის ნაკრებზე გაიმარჯვოს, პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში (ბოლოს ჩილემ გერმანიას 1968 წელს მოუგო).
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.