» » მუსტაფი: ვიმედოვნებ სანჩესი "არსენალს" არ დატოვებს

მუსტაფი: ვიმედოვნებ სანჩესი "არსენალს" არ დატოვებს

22-ივნ-2017, 11:16
0249
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" მცველი შკოდრან მუსტაფი, "მეთოფეთა" ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის შესახებ საუბრობს. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში 25 წლის უკანახაზელი, სამხრეთამერიკელ შემტევს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენიებს და იმედს იტოვებს, რომ სანჩესი, ლონდონური კლუბის დატოვების შესახებ, გადაწყვეტილებას არ მიიღებს და კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

"იმედს ვიტოვებ, რომ ალექსისი "არსენალში" დარჩება. სანჩესი განსაკუთრებული ფეხბურთელია. პირადად ჩემთვის იგი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. საკუთარი კარიერის განმავლობაში, სულ რამოდენიმე ფეხბურთელი მინახავს, რომელიც მსგავსად სანჩესისა, გამარჯვებაზეა დამშეული. როდესაც ალექსისი ბურთს იღებს, ყველას ესმის, რომ ახლა შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ კლუბში, უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში. თუნდაც ეს იყოს მიუნხენის "ბაიერნი".-ციტირებს მუსტაფის სიტყვებს გამოცემა Bild-ი.

მსოფლიო პრესაში, არაერთხელ დაწერილა, ალექსის სანჩესის მიმართ, მიუნხენური კლუბის ინტერესზე, მაგრამ როგორც ჩანს, მხარეთა შეთანხმება ამ დრომდე მიუღწეველია. როგორც ირკვევა, გარიგების მთავარ დამაბრკოლებელ გარემოებად, ხელშეკრულების ფინანსური მხარე იქცა. მიუნხენის "ბაიერნი" არ აპირებს, ჩილელი შემტევისათვის, ასტრონომიული ხელფასის დანიშვნას, თავის მხრივ არც ფეხბურთელი ჩქარობს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. შედგება თუ არა გარიგება, აღნიშნულ ფეხბურთელსა და გერმანულ გრანდს შორის, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..