» » GOAL: ლევანდოვსკი ბაიერნს არ დატოვებს

GOAL: ლევანდოვსკი ბაიერნს არ დატოვებს

22-06-2017, 17:31 LEV4NI სიახლეები 0

GOAL: ლევანდოვსკი ბაიერნს არ დატოვებს
ცნობილი ავტორიტეტული სპორტული გამოცემა GOAL-ი აქვეყნებს საკმაოდ საინტერესო სტატიას რომელიც მიუნხენური კლუბის პოლონელი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერს უკავშირდება.

ბოლო დროს პრესამ აქტიურად დაიწყო ინფორმაციის გავრცელება რომლის თანახმადაც პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის გუნდები პოლონელი ფორვარდის ტრანსფერით სერიოზულად არიან დაინტერესებულები და მის შესაძენად მესვეურები ყველანაირ ხერხს მიმართავენ.

ამას დაემატა თავად მოთამაშის ინტერვიუც რომელშიც რობერტმა განაცხადა რომ ის არ იყო კმაყოფილი მისი თანაგუნდელების მოქმედებით მაშინ როდესაც ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონის ბოლო მატჩში მას გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცეს რის შემდეგაც პოლონელმა საუკეთესო მეგოლისთვის განკუთვნილი „ქვემეხი“ დაკარგა.

აღნიშნული გარემოებები კი სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის რომ ჟურნალისტები ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლის შესახებ ალაპარაკებულიყვნენ.

თუმცა ბავარიული კლუბი მის დათმობას რომ არ აპირებს უკვე რამდენჯერმე დავრწმუნდით მათ შორის გასულ სეზონშიც როდესაც მადრიდის რეალი მზად იყო პოლონელი თავდამსხმელის სანაცვლოდ მიუნხენური კლუბის ანგარიშზე მინიმუმ 80 მილიონი ევრო დაერიცხა.

ბაიერნმა კი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებს წერტილი ახლაც დაუსვა, კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა რომ ბაიერნის რიგებს პოლონელი ფორვარდი არავითარი თანხის სანაცვლოდ არ დატოვებს.

„რობერტ ლევანდოვსკის კლუბთან საკმაოდ გრძელვადიანი ხელშეკრულებს აკავშირებს ამიტომ რეკორდმაისტერი მის დათმობას არ აპირებს. პოლონელი ცხრიანის ტრანსფერთან დაკავშირებით არცერთ გუნდს არ ვესაუბრებით, ხოლო თუ კლუბები უშუალოდ ფეხბურთელთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ისინი აუცილებლად დაისჯებიან FIFA-ს მიერ“

შეგახსენებთ რომ ლევანდოვსკი მიუნხენური კლუბის ერთ-ერთი ლიდერია, გასულ სეზონში კი პოლონელმა მოთამაშემ ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში 30 გოლის გატანა მოახერხა თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა „ქვემეხისთვის“ რადგან ბოლო ტურში პოლონელ ფორვარდს პიერ ემერიკ ობამეიანგმა გადაასწრო.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.