» » Transfermarkt: ბაიერნში სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ითამაშებს

Transfermarkt: ბაიერნში სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ითამაშებს

22-06-2017, 18:06 LEV4NI ჭორები 0

Transfermarkt: ბაიერნში სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ითამაშებს
Transfermarkt-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია რომ მიუნხენური კლუბის რიგებს უახლოეს მომავალში სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი დაემატება.

საუბარია ახალგაზრდა ვუ-იონგ ჟეონგზე რომელიც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ 17 წლის მოთამაშე საკუთარი კლუბის ერთ-ერთი ლიდერია, ინჩეონ იუნაიტედის მიერ გატანილი გოლების უმეტესობა კი სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელის დამასხურებაა.

როგორც ჩანს ჟეონგის კარგი თამაში ბავარიული კლუბის სკაუტებს არ გამოეპარათ და კლუბის ხელმძღვანელობას მის შესახებ აცნობეს რომლებიც ახლა აქტიურად მუშაობენ მისი გადმობირების საკითხზე.

მართალია ნაკლებად სავარაუდოა ის რომ დაანონსებული ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ფეხბურთელი უშუალოდ მთავარი გუნდის წევრი გახდეს, თუმცა დიდი მოულოდნელობა ნამდვილად არ იქნება თუ ჯეონგი ერთ-ერთი ახალგაზრდული კლუბის წევრი გახდება.

Transfermarkt-ი კორეელი ფეხბურთელის ბავარიაში გადმოსვლის ალბათობას 65%-ით აფასებს თუმცა მისი სატრანსფერო ღირებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს.

შეგახსენებთ რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ბავარიული კლუბის ბოსებმა უკვე მოახერხეს სერჟ გნაბრის, კორენტინ ტოლისოს, ნიკლას ზულესა და სებასტიან რუდის ტრანსფერების წარმატებით განხორციელება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.