» » Sport1: ბალაკი ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს

Sport1: ბალაკი ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს

23-06-2017, 11:42 -ss- სიახლეები 0

Sport1: ბალაკი ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი მიხაელ ბალაკი, "რეკორდმაისტერის" პოლონელი გოლიადორის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს. გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, ექს-ბავარიელი მიუნხენური კლუბის გულშემატკივარს მოუწოდებს, ფეხბურთელისა და მისი აგენტის განცხადებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიანიჭონ და აღნიშნულ ფაქტს ნაკლები სერიოზულობით შეხედონ.

"საუბარია გერმანიის ჩემპიონატში არსებულ შესვენებაზე და არ ღირს თითოეული სიტყვის სკრუპულოზური ანალიზი. დარწმუნებული ვარ, ლევანდოვსკის შესანიშნავად ესმის საკუთარი თანაგუნდელების მნიშვნელობა, რომლებიც მას მთელი სეზონის განმავლობაში ეხმარებოდნენ. რა თქმა უნდა, მსგავსი საფეხბურთო კლასის მქონე თავდამსხმელი ყოველთვის განიცდის იმედგაცრუებას, როდესაც ვერ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, მაგრამ ამ ფაქტშიც კი არის რაღაც დადებითი. ეს ყოველივე მეტყველებს, ფეხბურთელის მიზანსწრაფვაზე და ჟინზე"-ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Sport1 ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობერტ ლევანდოვსკი საკუთარი თანაგუნდელების მიმართ განაწყენებული იყო, რადგანაც ფეხბურთელი თვლიდა, რომ "ბავარიელები" სეზონის მიწურულს მას სათანადოდ არ დაეხმარნენ, ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისათვის ბრძოლაში, რის შედეგადაც აღნიშნული ტიტული წილადხვდა პიერ-ემერიკ ობამეიანგს, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.