» » Mediaset Premium: ტურინელებს სანჩესის არენდით აყვანა სურთ

Mediaset Premium: ტურინელებს სანჩესის არენდით აყვანა სურთ

23-06-2017, 13:00 -ss- ჭორები 0

Mediaset Premium: ტურინელებს სანჩესის არენდით აყვანა სურთ
ინტერნეტ-გამოცემა Mediaset Premium-ი, ტურინის იუვენტუსის ახალ სატრანსფერო სამიზნეზე წერს. საქმე ეხება, მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა პორტუგალიელ ლეგიონერ, რენატუ სანჩესს. ზემოაღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, "იუვენტუსმა" აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო და მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობას, შესაბამისი წინადადებითაც მიმართა.

ზემოხსენებული სატრანსფერო წინადადება, თავისი არსით გარკვეულ ანალოგიას იწვევს, კინგსლი კომანის ტრანსფერთან მიმართებაში. Mediaset Premium-ის მტკიცებით, ტურინელებს პორტუგალიელი ნახევარმცველის 2 წლით არენდით აყვანა სურთ, შემდგომში არსებული გამოსყიდვის უფლებით.

19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი, გერმანული გრანდის რიგებში 2016 წლის 1 ივლისს ჩაირიცხა. საფეხბურთო კლუბ "ბენფიკას" შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელის ტრანსფერი "ბავარიას" 35 მილიონი ევრო დაუჯდა. ახალგაზრდა საყრდენის მიერ, "რეკორდმაისტერთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადად კი 2021 წლის 30 ივნისი აქვს მითითებული.

2016-2017 წლის განვლილი საფეხბურთო სეზონი, რენატუ სანჩესისათვის არც თუ ისე შედეგიანი აღმოჩნდა. მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით გამართული 25 შეხვედრის მონაცემების გათვალისწინებით, ფეხბურთელმა ვერც გატანილი გოლით და ვერც შედეგიანი გადაცემით, ვერ მოახერხა თავის გამოჩენა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.