» » გნაბრი: ტიტულების მოგება მსურს

გნაბრი: ტიტულების მოგება მსურს

23-06-2017, 13:57 -ss- სიახლეები 0

გნაბრი: ტიტულების მოგება მსურს
ყველასათვის ცნობილი სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი, მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულის, სერჟ გნაბრის ინტერვიუდან ამონარიდს აქვეყნებს. 21 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მის მიზანს, "ბავარიასთან" ერთად ტიტულების მოგება წარმოადგენს. ახალგაზრდა ნახევარმცველი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ზედმეტი განცხადებების გაკეთებისაგან თავს იკავებს და ახალ საფეხბურთო სეზონს, შესაბამისი განწყობით ელის.

"მსურს მოვიგო ტიტულები. რაც მეტს მოვახერხებ, მით უკეთესი. რაც შეეხება ჩემს მომავალს, რა შემიძლია ამასთან დაკავშირებით განვაცხადო. ალბათ მხლოდ ის, რომ მე მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი ვარ. ეს კი ყველაფერს ნიშნავს. დიდი ხანია მსგავსი კითხვები ყელში მაქვს ამოსული. წინ რიგითი საფეხბურთო სეზონი გველის"-ციტირებს სერჟ გნაბრის სიტყვებს გამოცემა Goal.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, მიუნხენის "ბაიერნმა" 21 წლის ნახევარმცველთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. საფეხბურთო კლუბ ბრემენის "ვერდერიდან" სერჟ გნაბრის ტრანსფერი "ბავარიას" 8 მილიონი ევრო დაუჯდა.

2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონში, ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ბრემენელთა" მაისურით, 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 11 გატანილი გოლისა და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.