» » AS: 50 მილიონი ევრო კარასკოს სანაცვლოდ

AS: 50 მილიონი ევრო კარასკოს სანაცვლოდ

23-06-2017, 14:33
0138
გერმანულ პრესაში, მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევი ნახევარმცველის, იანიკ ფერეირა კარასკოს მიმართ, მიუნხენური კლუბის ინტერესზე არაერთხელ დაწერილა, თუმცა "ბავარიის" გულშემატკივართათვის, ამჯერად ესპანური ინტერნეტ-გამოცემა AS-ი აქვეყნებს საინტერესო სიახლეს. ზემოაღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნი" 23 წლის შემტევი ნახევარმცველისათვის ბრძოლას აგრძელებს და აპირებს მადრიდულ კლუბს, მსუყე წინადადებითაც მიმართოს.

წყაროს თქმით, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა მზად არის ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, "ატლეტიკოს" 50 მილიონი ევრო შეთავაზოს. როგორც ირკვევა, კარასკოს ტრანსფერის განხორციელებით, უშუალოდ მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტია დაინტერესებული.

იანიკ ფერეირა კარასკო, მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებში, ფრანგულ საფეხბურთო კლუბ "მონაკოდან", 2015 წლის 10 ივლისს ჩაირიცხა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონში, მადრიდული კლუბისათვის, ბელგიელი ნახევარმცველი შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა. ესპანეთის ჩემპიონატისა და თასის, ასევე უეფას ჩემპიონთა ლიგის, ტურნირებზე კარასკომ 53 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 14 გოლი და განახორციელა 5 საგოლე გადაცემა.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..