» » ბავარიელი ფეხბურთელების ავტოგემოვნება

ბავარიელი ფეხბურთელების ავტოგემოვნება

24-06-2017, 11:39 LEV4NI სხვადასხვა 0

ბავარიელი ფეხბურთელების ავტოგემოვნება
2016/17 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა, მართალია ფეხბურთელები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შვებულებაში გავიდნენ თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ საფეხბურთო სამყაროში გარკვეული ცვლილებები არ ხდება, პირიქით კლუბები აქტიურად ცდილობენ რომ მომავალი სეზონისთვის მათი შემადგენლობა გააძლიერონ და ახალი ფეხბურთელები შეიძინონ.

ასე იქცევა მიუნხენის ბაიერნი რომელმაც ფეხბურთელთა გარკვეული ნაწილი უკვე შეიძინა, ნიკლას ზულე, სებასტიან რუდი, კორენტინ ტოლისო და სერჟ გნაბრი-ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია რომლებიც მომავალი სეზონიდან ბაიერნის მაისურს მოირგებენ, თუმცა არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც რომ ბავარიული კლუბის ხელმძღვანელობა რამდენიმე ტრანსფერის გაჩარხვას კიდევ ცდილობს.

თუმცა გასულ დღეებში რაიმე ახალი ინფორმაცია ალექსის სანჩესისა და იანიკ კარასკოს ტრანსფერთან დაკავშირებით არ დაწერილა, შესაძლოა რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ მცირე ტაიმ-აუტი აიღო, ასეთ მოცემულობაში კი ნამდვილად გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ ცოტა განსხვავებული, უფრო სახალისო კატეგორიის ინფორმაციები მოგაწოდოთ.

მაგალითად გულშემატკივრებში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს ფეხბურთელების ცხოვრება მოედნის გარეთ, როგორია მათი ჩაცმულობის სტილი, სად ისვენებენ, რომელი მანქანებით გადაადგილდებიან და ასე შემდეგ.

ამ შემთხვევაში კი ყურადღებას მათ ავტომობილებზე გავამახვილებთ...

ყველასათვის კარგადაა ცნობილი რომ მიუნხენის ბაიერნი აქტიურად თანამშრომლობს კომპანია „აუდთან“ რომელიც რეკორდმაისტერის მოთამაშეებს ახალი მანქანებით ყოველწლიურად ანებივრებს, შესაბამისად ბაიერნის უკლებლივ ყველა მოთამაშეს მჭიდრო კავშირი აქვს ხსენებულ ბრენდთან მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ბავარიელები სხვა მარკის ავტომობილით არ გადაადგილდებიან.

როგორც ჩანს მიუნხენული კლუბის მეკარე მანუელ ნოიერი მანქანებში დიდ ფულს არ ხარჯავს, მანუ ძირითადად აუდის მიერ გადაცემული მანქანებით გადაადგილდება თუმცა ბუნდესთიმის მეკარეს ასევე ჰყავს ვოლკსვაგენ ტუარეგი.

ჟერომ ბოატენგს დიდი ავტოკოლექცია ნამდვილად არ აქვს თუმცა მისი გემოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად იმსახურებს მოწონებას, ბოა მიუნხენის ქუჩებში ბენტლი კონტინენტალით და მერსედეს G63 AMG-ით გადაადგილდება.

ბოატენგისგან განსხვავებით საკმაოდ დიდი კოლექცია აქვს დავიდ ალაბას, ავსტრიელს აუდი R8, პორშე კაიენი, აუდი S8, მერსედეს GLC და აუდი RS7 ჰყავს

რობერტ ლევანდოვსკი კი ამ საკითხშიც ლიდერობს, როგორც ჩანს ჰუავეის სახე ავტომობილების მიმართ დიდი სიმპატიებითაა განწყობილი, პოლონელი ფორვარდის ფარეხში შემდეგი ავტომობილების აღმოჩენაა შესაძლებელი: BMW 7ER, მერსედეს M კლასი, ფერარი F12 Berlinetta, მერსედეს CLA, ბანტლი კონტინენტალი, მერსედეს S კლასი, მაზერატი გრან ტურიზმო, მერსედეს C კლასი, აუდი RS7, მერსედეს GLE, პორშე კაიენი, მერსედეს E კლასი, ლამბორგინი გალარდო და მერსედეს CL63.

ბავარიული კლუბის 25-ე ნომერს რაც შეეხება, შეგვიძლია ვთქვათ რომ ის აუდის უდიდესი მოყვარულია, გერმანელ ფეხბურთელს აუდი S5, აუდი Q5, აუდი A4 და აუდი RS3 ჰყავს.

ავტომობილების მიმართ უდიდესი სიყვარულით გამოირჩევა ბავარიის ლეგენდარული ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი, მიუნხენელთა მეშვიდე ნომერი შემდეგი ავტომობილებით გადაადგილდება: აუდი S8, ლამბორგინი ავენტადორი, ლამბორგინი გალარდო, BMW X6M, პორშე 918 სპაიდერი.

რაც შეეხება რეკორდმაისტერის იტალიელ დამრიგებელს, როგორც ჩანს კარლო ანჩელოტი მოედნის გარეთაც ძალიან გაწონასწორებული პიროვნებაა, აქედან გამომდინარე სულაც არ არის რთული მისახვედრი თუ რომელი ავტომობილით გადაადგილდება ანჩელოტი, ნამდვილად არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით რომ კარლოს რჩეული აუდი S8 გახლავთ.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.