» » BT Sport: მარტინესმა შესაძლოა "ბაიერნი" დატოვოს

BT Sport: მარტინესმა შესაძლოა "ბაიერნი" დატოვოს

25-06-2017, 11:30 -ss- ჭორები 0

BT Sport: მარტინესმა შესაძლოა
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერი ხავი მარტინესი, შესაძლოა გერმანულ გრანდს დაემშვიდობოს და ასპარეზობა მანჩესტერ "სიტის" შემადგენლობაში განაგრძოს. "რეკორდმაისტერის" გულშემატკივართათვის ამ მოულოდნელ ინფორმაციას, ენტონი ჰარისი ავრცელებს, რომელიც ცნობილი სპორტული გამოცემა BT Sport-ის ჟურნალისტია.

ზემოაღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის "ბავარიელი" მომავალ კვირას, ინგლისში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგადაც მარტნესი ოფიციალურად "სიტის" ფეხბურთელი გახდება. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ როგორც ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა იუწყება, ესპანელთან ერთად, ზემოხსენებულ პროცედურაში მონაწილეობის მიღებას, ტურინის იუვენტუსის 34 წლის უკანახაზელი, დანი ალვეშიც აპირებს.

შეგახსენებთ, ინგლისური კლუბის ამჟამინდელი თავკაცი პეპ გუარდიოლა, ორივე ზემოხსენებულ ფეხბურთელს კარგად იცნობს. ესპანელი სპეციალისტი მიუნხენის "ბაიერნისა" და კატალონიის "ბარსელონას" რიგებში, მათთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა.

ხავი მარტინესი მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში, 2012 წლის 29 აგვისტოს ჩაირიცხა. მისი მოქმედი კონტრაქტი გერმანულ გრანდთან 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება, 30 მილიონ ევროს შეადგენს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.