» » კიმიხმა ჯგუფში 1-ლი ადგილი დაიკავა, ვიდალმა მე-2

კიმიხმა ჯგუფში 1-ლი ადგილი დაიკავა, ვიდალმა მე-2

26-06-2017, 01:31 dachi8 სიახლეები 0

კიმიხმა ჯგუფში 1-ლი ადგილი დაიკავა, ვიდალმა მე-2
იოშუა კიმიხი და არტურო ვიდალი წარმატებით გავიდნენ კონფედერაციის თასის ნახევარფინალში. ჯგუფში გერმანიამ 1-ლი ადგილი დაიკავა, მოუგო რა კამერუნის ნაკრებს 3:1 ანგარიშით. ჩილეს ნაკრებმა პარალელურ მატჩში ავსტრალიასთან, არტურო ვიდალთან ერთად ფრე ითამაშა (1:1). ნახევარფინალში მომდევნო ხუთშაბათს გერმანია მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო ჩილეს ნაკრები პორტუგალიას შეხვდება.

ამ ტურნირზე მე-3 მატჩში კიმიხმა მინდორზე 90 წუთი გაატარა. იულიან დრაქსლერის შეცვლის შემდეგ კი „ბავარიელმა“ კაპიტნის სამკლაური მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში ასევე მომავალი „ბავარიელები“ გამოვიდნენ სებასტიან რუდი და ნიკლას ზიულე.

პირველი ტაიმი მოვლენებით არ იყო დატვირთული, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი (24 წუთზე) კიმიხის ვარდნაში თავით დარტყმული იყო. მე-2 ტაიმში გერმანელებმა ტემპი მოუმატეს და საკმაოდ სწრაფადვე დასაჩუქრდნენ. კერემ დემერბაიმ 17 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ბურთი კარში გაუშვა. ხოლო 66-ე წუთზე ტიმო ვერნერმა ანგარიში 2:0 გახადა.

ამ დროისათვის კამერუნის ნაკრები უკვე უმცირესობაში თამაშობდა, მას შემდეგ რაც 63-ე წუთზე ერნეს მაბოუკმა წითელი ბარათი მიიღო წესების უხეში დარღვევის გამო. გერმანიის ნაკრების დომინირება უფრო მეტად გაიზარდა, მაგრამ მოულოდნელად კამერუნმა გოლის გატანა შეძლო: 78-ე წუთზე, ფლანგიდან ჩაწოდების შემდგომ ვენსან აბუბაკარმა ახლო ძელიდან თავით ბურთი ბადეში გადაგზავნა.

იოაჰიმ ლიოვის გუნდმა კვლავ აიღო კონტროლის ქვეშ თამაში და 81-ე წუთზე ვერნერმა დუბლი გაიფორმა. ფინალურ სასტვენამდე ვერნერს კვლავ ჰქონდა შანსი კიდევ ერთი ბურთის გატანის, ხოლო ამინ იუნესს დუბლი შეეძლო შეესრულებინა (89; 90).

ვიდალს მეტი გარჯა მოუწია ავსტრალიასთან მატჩში. შესვენებაზე ავსტრალიელები დამსახურებულად წინ იყვნენ ანგარიშით 1:0 და მხოლოდ კიდევ 1 გოლი აშორებდათ მათ ნახევარფინლამდე.
მაგრამ მე-2 ტაიმში ჩილელებმა ძალები მოიკრიბეს და მარტინ როდრიგესის წყალობით შეძლეს ფრეს დაფიქსირება (67). ვიდალმა კვლავ 90 წუთი დაჰყო მოედანზე.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.