» » ბრანდტი: ჯერ ადრეა ბავარიაში გადასვლა

ბრანდტი: ჯერ ადრეა ბავარიაში გადასვლა

26-06-2017, 12:13 dachi8 სიახლეები 0

ბრანდტი: ჯერ ადრეა ბავარიაში გადასვლა
ლევერკუზენის „ბაიერის“ თავდამსხმელი იულიან ბრანდტი ხსნის, თუ რატომ არ დათანხმდა მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლას სეზონის დასრულების შემდგომ. პრესაში ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი 2018/19 წლის სეზონიდან შეავსებს მიუნხენური კლუბის რიგებს.

„გული და გონება მკარნახობს, რომ ჯერ ადრეა „ბავარიაში“ გადასვლა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც თვლიან, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ საერთაშორისო ტურნირებზე უნდა მიიღო მონაწილეობა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ უფრო ძლიერ კლუბში გადასვლა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, მე შესაძლებელია მოედანზე ნაკლებად გამოვჩენილიყავი“, - ციტირებს ბრანდტის სიტყვებს გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Kicker.

იულიანს არა ერთხელ აუღნიშნია ის ფაქტი, რომ მისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკის ქონაა. შესაბამისად, დიდი ალბათობით გერმანელი 2018/19 წლის სეზონში შეიძლება „ბავარიელთა“ რიგებში ვიხილოთ, მას შემდეგ რაც რეკორდმაისტერის ვეტერანი ფეხბურთელები არიენ რობენი და ფრანკ რიბერი კარიერის დასასრულს მიუახლოვდებიან.

21 წლის გერმანელის კონტრაქტი ლევერკუზენის „ბაიერთან“ 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მისი სატრანსფერო ღირებულება კი ამ მომენტისათვის transfermarkt.de-ზე დაყრდნობით 20 მილიონ ევროს შეადგენს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.