» » სანჩესი: ბავარიის დატოვების შემთხვევაში სულით არ დავეცემი

სანჩესი: ბავარიის დატოვების შემთხვევაში სულით არ დავეცემი

26-06-2017, 12:29 dachi8 სიახლეები 0

სანჩესი: ბავარიის დატოვების შემთხვევაში სულით არ დავეცემი
მიუნხენის „ბაიერნის“ პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატუ სანჩესი მის ირგვლივ აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ახალგაზრდა ფეხბურთელმა კლუბი გამოიცვალოს. პრესაში კი ტურინის „იუვენტუსის“ ინტერესის შესახებ არა ერთხელ დაწერილა.

„უპირატესად მე „ბავარიაში“ ვრჩები. რა თქმა უნდა „ბაიერნი“ - უდიდესი კლუბია და ნამდვილად სასიამოვნოა ჩემთვის აქ ყოფნა. მაგრამ თუ მე კლუბის დატოვება მომიწევს, სულით არ დავეცემი ამის გამო. შემდეგშიც იმავე ძალებით ვიმუშავებ, როგორც ამას ამ დრომდე ვაკეთებდი“, - ციტირებს პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის სიტყვებს Record.

სანჩესმა გერმანული გრანდის რიგები გასული სეზონის წინ შეავსო, თუმცა მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის დიდი ნდობით მას არ უსარგებლია.

პორტუგალიელმა 2016/17 წლის სეზონში გერმანიის ჩემპიონატის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც არც საგოლე გადაცემითა და არც გოლით არ გამოუჩენია თავი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.