» » ხავი მარტინესი "ბაიერნს" არ დატოვებს

ხავი მარტინესი "ბაიერნს" არ დატოვებს

26-06-2017, 12:59 dachi8 სიახლეები 0

ხავი მარტინესი
„ბავარიის“ ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი მომდევნო სეზონიდან „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას არ დაიცავს - იტყობინება გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild.

ინფორმაციის წყაროს ცნობით, „ბავარიის“ სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა არაფრის დიდებით არ აპირებენ ბასკ ნახევარმცველთან განშორებას.

რამოდენიმე ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას თავისი გუნდის რიგებში ესპანელი ნახევარმცველის ხილვა სურს, სადაც მას მცველის რანგში გამოიყენებდა.

ბასკი ნახევარმცველი მიუნხენურ კლუბს 2012 წელს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 2012/13 წლის სეზონში მარტინესი ლეგენდარულ მწვრთნელ იუპ ჰაინკესთან ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და ცენტრში ბასტიან შვაინშტაიგერისა და ხავი მარტინესის დუეტმა დიდი როლი შეასრულა „ბაიერნის“ ბრწყინვალე სეზონში, სადაც „ბავარიელებმა“ ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგეს.

„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა რამოდენიმე თვის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხავი მარტინესს კვლავ ნახევარდაცვაში ხედავს, რადგან 2017/18 წლის სეზონში დაცვის ხაზში დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი.

მარტინესის კონტრაქტი „რეკორდმაისტერთან“ 2021 წლამდეა გათვლილი და დიდად სათუოა გერმანული კლუბი ბასკ ნახევარმცველს ოდესმე შეელიოს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.