» » რორმა ტოლისო სანჩესს შეადარა

რორმა ტოლისო სანჩესს შეადარა

26-06-2017, 23:05 dachi8 სიახლეები 0

რორმა ტოლისო სანჩესს შეადარა
„ბავარიის“ ყოფილი მცველი გერნოტ რორი თვლის, რომ მიუნხენელები სწორად მოიქცნენ, „ლიონიდან“ ფრანგი ნახევარმცველი კორენტინ ტოლისოს მიუნხენურ კლუბში გადმოყვანის შემთხვევაში. კორენტინი მან პორტუგალიელ რენატო სანჩესსაც შეადარა.

„ტოლისო სანჩესზე ძლიერია. შეიძლება გაცილებით ძლიერიც კი. მას შეუძლია 6-იანის, 7-იანის, 8-იანის და 10-იანის პოზიციაზეც კი ითამაშოს. მას შესანიშნავი სწრაფ-ძალოვანი მომზადება გააჩნია. ის მუდმივად მიმართულია მოწინააღმდეგის კარისაკენ და შეუდარებლად ეფექტური შეუძლია იყოს“, - მოყავს რორას სიტყვები Spox-ს.

ფრანგული კლუბი - „ლიონის“ განცხადებით ირკვევა, რომ „ბავარიამ“ კორენტინ ტოლისოში 41,5 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ თანხას შესაძლოა ბონუსების სახით 6 მილიონი ევრო კიდევ დაემატოს. აღნიშნული თანხა ორივე კლუბის ისტორიაში, როგორც მიუნხენური კლუბისათვის, ასევე „ლიონისათვისაც“ რეკორდულად ითვლება.

მიუნხენელები ტოლისოს სატრანსფერო ბატალიებში 5 ივნისს ჩაერთვნენ კარლო ანჩელოტის თხოვნით. „იუვენტუსი“ ყველაზე ახლოს იყო ახალგაზრდა ნახევარმცველის გაფორმებასთან. ფეხბურთელი უკვე ვარცხნილობასაც კი არჩევდა შავ-თეთრი ფერებისათვის.

- „იუვენტუსის“ ინტერესი მოტივაციას მმატებს. დიდი კლუბია და რთულია მათ უარი უთხრა“ - იძახდა ტოლისო. ტურინელები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, შემდეგ კი „ჩელსი“, „არსენალი“ და „მილანი“ მოდიოდნენ. თუმცა, როდესაც „ბავარია“ გამოჩნდა, ძლევამოსილი ხელით ყველა კონკურენტი ჩამოიტოვა და ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი 9 დღეში ოფიციალურად გაიფორმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.