» » ტოლისო: ბავარია მეტად შემეფერება, ვიდრე იუვენტუსი

ტოლისო: ბავარია მეტად შემეფერება, ვიდრე იუვენტუსი

26-06-2017, 23:34 dachi8 სიახლეები 0

ტოლისო: ბავარია მეტად შემეფერება, ვიდრე იუვენტუსი
„ბავარიის“ ნახევარმცველმა კორენტინ ტოლისომ მოყვა თავისი გადაწყვეტილების - მიუნხენურ კლუბში გადაბარგების შესახებ. მიუნხენელებმა ივნისის 14-ში 22 წლის ფეხბურთელი „ლიონიდან“ 41,5 მილიონ ევროდ გაიფორმეს.

„მე ყოველთვის ვმუშაობდი იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისეთი კლუბის ფეხბურთეი გავმხდარიყავი როგორიც „ბავარიაა“. „იუვენტუსი“ ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჩემთან, მაგრამ საბოლოოდ „ლიონისათვის“ წინადადებით არ მიუმართავს. როგორც კი „ბავარიის“ ვარიანტი გამოჩნდა, მივხვდი, რომ ზუსტად ამ კლუბში მსურდა თამაში. „ბაიერნი“ უფრო მეტად შემეფერება, ვიდრე „იუვენტუსი“, აქ მე დიდი შანსი მაქვს წარმატების მიღწევის“.

„ყველაფერს გავაკეთებ, რათა საფრანგეთის ნაკრების მუდმივი ფეხბურთელი გავხდე. ჩემი მიზანია - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრო. დიდიე დეშამმა ამიხსნა, რომ „ბავარიაში“ გადასვლა სწორი ნაბიჯი იქნებოდა და აქ მე ვპროგრესირდებოდი“, - ციტირებს კორენტინის სიტყვებს RMC.

საინტერესო ფაქტია, რომ 2014 წელს Transfermarkt-ი კორენტინ ტოლისოს მხოლოდ 500 ათას ევროდ აფასებდა, ხოლო 2016 წლის ბოლოს მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 17 მილიონ ევროს მიაღწია. ნახევარმცველის საოცარმა პროგრესმა მიუნხენელების ყურადღება მიიქცია და მეტის გადახდაზე დათანხმდნენ. საბოლოოდ 22 მილიონის ნაცვლად „ლიონის“ ბიუჯეტი 41,5 მილიონით შეივსო.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.