» » "ბავარია" ფორსბერგითაა დაინტერესებული

"ბავარია" ფორსბერგითაა დაინტერესებული

27-06-2017, 00:29 dachi8 სიახლეები 0

“ბავარია“ „ლაიფციგის“ ნახევარმცველით ემილ ფორსბერგითაა დაინტერესებული, თუმცა მისი გადმობირება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, კი უპირველესი დაბრკოლება „ლაიფციგის“ კატეგორიული განცხადებაა იმის შესახებ, რომ კლუბი ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებს და ეს მის გეგმებში არ შედის.

ემილ ფორსბერგის აგენტმა ჰასან ჯეტინკაიამ „ლაიფციგის“ პრეზიდენტის ოლივერ მინცლაფის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა, ამ უკანასკნელმა ფორსბერგის აგენტს განუცხადა, რომ კლუბის გეგმებში არ შედის ფეხბურთელთან განშორება და შეუძლია კონტრაქტის ასლი გადაუგზავნოს, იმ შემთხვევაში თუ მას დაავიწყდა რომელ წლამდე აქვს ხელშეკრულება დადებული ნახევარმცველს გერმანულ კლუბთან.

„მე ჯერ არ მინახია მსგავსი ქედმაღლობა, როგორიც „ლაიფციგის“ პრეზიდენტს აქვს. ვიცი რა ვადით აქვს ხელშეკრულება გაფორმებული კლუბთან ფორსბერგს. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ფორსბერგს ბევრი რამისთვის უნდა უმადლოდეს „ლაიფციგი“. ერთი რამ ცხადია: ემილს სურს მომდევნო ნაბიჯის გადადგმა თავის კარიერაში“, - ციტირებს აგენტის სიტყვებს Bild.

ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Kicker-ი იუწყება, რომ ემილ ფორსბერგის კონტრაქტში მისი გამოსასყიდი თანხა 55 მილიონი ევროა მითითებული, რომელიც 2018 წელს შესაძლებელია რომ ამოქმედდეს.

„ბავარია“ ფორსბერგის შეძენის ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლება, თუმცა კლუბის საწინააღმდეგოდ ნაკლებად სავარაუდოა ფეხბურთელის გადმოსაბირებლად „ბავარიამ“ რაიმე ქმედებებს მიმართოს, რადგან „ბავარიის“ პრეზიდენტს, ული ჰიონესსა და „ლაიფციგის“ პრეზიდენტს, ოლივერ მინცლაფს შორის საერთო ბიზნეს ინტერესებია, რომლებიც საერთო პროექტებით შემოიფარგლება.

გერმანიის ჩემპიონატში ემილ ფორსბერგმა გასულ სეზონში 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 8 გოლითა და 19 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. მისი კონტრაქტი კლუბთან კი 2022 წლამდეა გათვლილი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.