» » ლევანდოვსკის აგენტი: ბაიერნი ერთ-ერთი საუკეთესოა

ლევანდოვსკის აგენტი: ბაიერნი ერთ-ერთი საუკეთესოა

27-06-2017, 13:43 LEV4NI სიახლეები 0

ლევანდოვსკის აგენტი: ბაიერნი ერთ-ერთი საუკეთესოა
რამდენიმე საათის წინ მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდის აგენტმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა იმ სატრანსფერო სპეკულაციებთან დაკავშირებით რომელიც უკანასკნელ პერიოდში რობერტის ირგვლივ წარმოიშვა.

ცეზარი კუჩარსკიმ ერთ-ერთ პოლონურ გამოცემასთან დააანონსა რომ მიუნხენის ბაიერნი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და მის დატოვებას პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელი არ აპირებს.

ლონდონის ჩელსიმ, მანჩესტერ იუნაიტედმა და მადრიდის რეალმა კი მის ტრანსფერზე ინტენსიური მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს რაც მაიკ ბარტელმა განაცხადა რომ რობერტი უკმაყოფილო იყო მისი თანაგუნდელებისა და მწვრთნელის მოქმედებით ფრაიბურგის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ.

თუმცა როგორც ჩანს პოლონელი აგენტი ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას არ აქცევს, კუჩარსკი კატეგორიულად უარყოფს იმ მოსაზრებას რომლის თანახმადაც რობერტი ახლო მომავალში მიუნხენის ბაიერნს დატოვებს.

ცეზარი კუჩარსკის მიერ ჩაწერილი ინტერვიუ Futbolfejs.pl-სთან შემდეგნაირია: „ამ თემის შესახებ საუბარი უკვე აღარ მინდა, მიმაჩნია რომ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები მედიის მიერ კარგადაა გააზრებული“

„ვიცით რომ რობერტ ლევანდოვსკის ბევრი გუნდი ისურვებდა საკუთარ შემადგენლობაში, თუმცა მე ვამბობ რომ მიუნხენის ბაიერნი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და რობერტი ამ დიდებული კლუბის დატოვებას არ აპირებს. ფეხბურთელის კარიერისთვის ბავარიული გრანდში თამაში ერთგვარი პიკია“

შეგახსენებთ რომ პოლონელი ფორვარდი მიუნხენის ბაიერნის რიგებს 2014 წელს შეუერთდა, მას შემდეგ კი რობერტი ბავარიული კლუბის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.