» » SID: კანი "ბავარიის" სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

SID: კანი "ბავარიის" სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

28-06-2017, 10:28 -ss- სიახლეები 0

SID: კანი
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კარის დარაჯი, ლეგენდარული ოლივერ კანი, "რეკორდმაისტერის" სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს. ინტერნეტ-გამოცემა SID-თან მიცემულ ინტერვიუში, ექს-ბავარიელი აღნიშნავს, რომ ტოპ-ფეხბურთელების შეძენა გერმანულ გრანდს გაუჭირდება, რადგანაც ევროპის წამყვანი კლუბები არანორმალურ ფინანსურ შეთავაზებებს ახორციელებენ და მათთან კონკურირება "ბავარიისათვის" სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

"მიუნხენის "ბაიერნის" სტრატეგია, ყოველთვის მდგომარეობდა იმაში, რომ კლუბი ახალი სეზონის დაწყების წინ, სუპერვარსკვლავს იფორმებდა. მოცემულ მომენტში ახალი რიბერისა და რობენის შეძენა კი, მარტივი ნამდვილად არ არის. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთ კლუბს ძალუძს, მსგავსი ტიპის ფეხბურთელებს არანორმალურად მაღალი ხელფასი შესთავაზოს. ყოველივე ზემოაღნიშნული "ბავარიის" სატრანსფერო პოლიტიკისათვის, მომავალშიც მნიშვნელოვან გართულებებს გამოიწვევს."-ციტირებს ოლივერ კანის სიტყვებს გამოცემა SID

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნმა" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, რამდენიმე შენაძენი უკვე განახორციელა. თუმცა აღსანიშნავი ფაქტია, რომ კლუბის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, გერმანული გრანდის გულშემატკივარს ვერ აძლევს გარანტიას, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, "ბაიერნი" კიდევ დაიმატებს სასურველ მოთამაშეს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.