» » Sport Bild: "ჰოფენჰაიმს" გნაბრის არენდით აყვანა სურს

Sport Bild: "ჰოფენჰაიმს" გნაბრის არენდით აყვანა სურს

28-06-2017, 11:04 -ss- სიახლეები 0

Sport Bild:
გერმანული საფეხბურთო კლუბი "ჰოფენჰაიმი" დაინტერესებულია, მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულის სერჟ გნაბრის, არენდის წესით აყვანით. ამის შესახებ იტყობინება ცნობილი ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოხსენებული კლუბის სატრანსფერო სამიზნეს, ახალგაზრდა ნახევარმცველი ამ დრომდეც წარმოადგენდა, თუმცა ფეხბურთელმა "ჰოფენჰაიმს" მიუნხენის "ბაიერნი" არჩია და ბრემენულ კლუბთან გარიგებაც ვერ შედგა.

"რა თქმა უნდა, გნაბრი ძალზედ საინტერესო ფეხბურთელია, თუმცა როგორც ყველასათვის ცნობილია, თუკი ფეხბურთელს მიუნხენის "ბაიერნი" იხმობს, მაშინ სხვა კლუბებს არანაირი შანსი არ აქვთ"- ციტირებს "ჰოფენჰაიმის" მენეჯერის, ალექს როზენის სიტყვებს გამოცემა Sport Bild-ი.

შეგახსენებთ სულ რამდენიმე ხნის წინ, 21 წლის ნახევარმცველმა მიუნხენის "ბაიერნთან" 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გერმანულ გრანდს, ხსენებული ფეხბურთელის ტრანსფერი 8 მილიონი ევრო დაუჯდა.

2016-2017 წლის განვლილ საფეხბურთო სეზონში, ბრემენის "ვერდერის" მაისურით, გნაბრიმ ბუნდესლიგის 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 11 გატანილი გოლისა და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.