» » პრესაში რონალდუს მისამართით გამოქვეყნებული ვიდალის სიტყვები სიცრუე აღმოჩნდა

პრესაში რონალდუს მისამართით გამოქვეყნებული ვიდალის სიტყვები სიცრუე აღმოჩნდა

28-06-2017, 12:42 dachi8 სიახლეები 0

პრესაში რონალდუს მისამართით გამოქვეყნებული ვიდალის სიტყვები სიცრუე აღმოჩნდა
ჩილეს ნაკრების პრეს-ატაშე ხოსე ვასკონსელოსმა აღნიშნა, რომ ევროპულმა საინფორმაციო გამოშვებებმა „ბავარიის“ ფეხბურთელსა და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველს არტურო ვიდალს, პორტუგალიის ნაკრების ფორვარდის მისამართით გაკეთებული პროვოკაციული სიტყვები მიაწერეს, რასაც სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ყველა ეს სტატია - სრული ტყუილია. ვიდალი რონალდუს შესახებ ეგრეთ წოდებულ „შერეულ ზონაში“ საუბრობდა, სადაც ჟურნალისტები მას შეეკითხნენ, ეშინია თუ არა მას «El cuco»-სი, რაც მრისხანე მეტოქეს ნიშნავს“. მოყავს ვასკონსელოსის სიტყვები ESPN.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ უცხოურმა პრესამ არტურო ვიდალს კრიშტიანუ რონალდუს მისამართით გაკეთებული აბსურდული სიტყვები მიაწერა.

სინამვილეში არტურო ვიდალი ჟურნალისტის კითხვებს ჩილეს ნაკრებისა და პორტუგალიის ნაკრების მოახლოებულ შეხვედრაზე პასუხობდა: „ჩემთვის მრისხანე მოწინააღმდეგე არ არსებობს“ - უპასუხა მან მის მიმართ დასმულ კითხვაზე, გრძნობდა თუ არა შიშს მოახლოებული მატჩის წინ. საქმე იმაშია, რომ ჟურნალისტები შეცდომაში სიტყვა «El cuco»-მ შეიყვანა, რომელიც ტრადიციულად ესპანურ ენაზე ნიშნავს „გაიძვერას“. თუმცა ჩილეში ესპანურ ენას თავისი სტილი გააჩნია, სადაც აღნიშნული სიტყვა „მრისხანე მეტოქეს“ ნიშნავს.

აღნიშნული თემის გმირები, ჩილესა და პორტუგალიის ნაკრები კონფედერაციის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე შეხვდებიან ერთმანეთს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.