» » BILD: ინტერვიუ თომას მიულერთან

BILD: ინტერვიუ თომას მიულერთან

29-06-2017, 02:19 dachi8 სხვადასხვა 0

BILD: ინტერვიუ თომას მიულერთან
მიუნხენის „ბაიერნის“ გერმანელმა თავდამსხმელმა ცნობილ გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა BILD-თან ინტერვიუ ჩაწერა, თომას მიულერი ინტერვიუში ისეთ თემებს შეეხო, როგორიცაა ახალი ტრანსფერები, კარლო ანჩელოტის სისტემაში ადგილის მოძებნა, გადატანილი ოპერაცია და სხვა..





BILD: ფილიპ ლამის კარიერის დასრულების შემდგომ, თქვენ უკანასკნელი ბავარიელი ხართ კლუბში. როგორია მარტოსულად ყოფნა?

მიულერი: (ხმამაღლა იცინის): უკანასკნელი ბავარიელი - ეს ფრაზა სერიალის სახელი შეიძლებოდა გამხდარიყო! მთავარია, რამდენადაა ახლოს შენს გულთან კლუბი. ჩვენ კი ასეთი რამოდენიმე ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ბავარიასთან ასოცირებენ თავიანთ თავს. მაგალითად არიენი და ფრანკი, თუმცა, არც ერთი არაა გერმანიიდან. ისინი იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც კლუბს განასახიერებენ და გაიძახიან „ბავარია - ჩემი კლუბია, ბავარია საუკეთესოა“.

BILD: როგორ გრძნობთ თავს ოპერაციის შემდგომ?

მიულერი: ყველაფერი კარგადაა. კარვენდელის მთების მწვერვალებით ვტკბები, ჩემს საქველმოქმედო ფონდთან Young Wings-თან ერთად გოლფს ვთამაშობ. აქ ბევრი მეგობრები არიან, ნათესავები, პარტნიორები და მოცინარი ბაშვები. მეტი კი რა არის საჭირო? ეს დასვენება ჩემთვისაა. ამით სიამოვნებას ვიღებ და ამავე დროს შემიძლია ფონდისათვის, რომელიც შესანიშნავ საქმეებს აკეთებს თანხები შევაგროვო.

BILD: რატომ დაგჭირდათ ოპერაცია თითზე?

მიულერი: ნახევარი წელია პრობლემები მქონდა. თავიდან ტკივილები იდაყვში მქონდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ დიდი თითის მყესებია დაზიანებული.

BILD: მზად ხართ 1 ივლისს ვარჯიშების დაწყებისთვის?

მიულერი: კი. ფეხბურთს ეს არანაირად არ შეუშლის ხელს. მე მხოლოდ ხელი უნდა დავიცვა კარგად.

BILD: რა ზომებს მიიღებთ ახალ სეზონში, მას შემდეგ რაც წინაზე მხოლოდ 9 გოლი გაიტანეთ?

მიულერი: გოლებზე პასუხისმგებელი მე ვარ! ვიყო ღირებული ფეხბურთელი ჩემი მოვალეობაა. სულ ესაა. აქ ისმევა წერტილი.

BILD: ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ თქვენთვის რთული იყო კარლო ანჩელოტის სისტემაში თქვენი ადგილის მოძებნა.

მიულერი: რას ნიშნავს მოძებნა?

BILD: მიღება?

მიულერი: იყოს ასე. პირველ მატჩში „ლაიფციგთან“, ალბათ, პირველ მნიშვნელოვან თამაშში, მწვრთნელმა სხვა განლაგება აირჩია. მაშინ ჩვენ ძალიან დამაჯერებლად 3:0 მოვიგეთ, ამის შემდეგ კი ამავე სქემას მისდევდა.

BILD: თქვენი დასკვნები?

მიულერი: ახლა მე კარგად მინდა მოვემზადო და გუნდისთვის მთელი ჩემი ძალები გავიღო. კიდევ მსურს, კვლავ მნიშვნელოვანი როლი შევასრულო.

BILD: გექნებათ ანჩელოტისთან საუბარი?

მიულერი: მწვრთნელთან კავშირის ქონა მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, საუბარი იქნება.

BILD: აცნობიერებთ იმას, რომ შაბათს ვარჯიშებთან ერთად დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატისათვის მომზადების წელიც?

მიულერი: კი, რადგან ახლა ამაზე ვფიქრობ. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისათვის გადამწყვეტი მომენტი ჩემთვის ის იქნება, თუ რა მოხდება 2018 წლის მაისის ბოლოს, მაშინ შენ უკვე რეალურად ემზადები ტურნირისათვის. იმ დრომდე ჩვენ კიდევ გვექნება კვალიფიკაციის მატჩები და ბევრი საკლუბო ტურნირი.

BILD: კიდევ შეგიძლიათ მოისმინოთ სიტყვა „ტრებლი“?

მიულერი: (კმაყოფილებით იცინის): კიდევ შემიძლია. ჩვენ მშვიდად და დიდი სიამოვნებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ „ტრებლზე“.

BILD: ული ჰიონესმა თქვა, რომ „ბავარიას“ სჭირდება „ბომბა ტრანსფერები“, იმისათვის, რომ შემადგენლობა გაძლიერდეს. კმაყოფილი ხართ ახალი შენაძენებით - რუდი, ზიულე, გნაბრი, ტოლისო?

მიულერი: ბევრ გუნდს მსოფლიო კლასის ფეხბურთელები ყავს შემადგენლობაში, მაგრამ ყველას არ გამოსდის მოედანზე ერთი მთლიანი გახდეს. ფეხბურთში მნიშვნელოვანია მინდორზე მაღალი კლასის შემადგენლობა გყავდეს. მხოლოდ მაშინ შეგიძლია მოიგო ტიტულები. ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელები შევიძინეთ დიდი პოტენციალით.

BILD: მაგრამ „ბომბა ტრანსფერები“ ჯერ არ ყოფილა.

მიულერი: მაგალითად, თუ ჩვენი ნაკრების შემადგენლობას შევხედავთ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონების - ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ, სებასტიან რუდი კარგად მოქმედებდა ართმევებზე და შესანიშნავად აკონტროლებდა ბურთს. ასეთი ფეხბურთელები აუცილებელია გადამწყვეტ მატჩებში. ჩვენ გვსურს მათ შესაძლებლობა მივცეთ თავიანთი თავის გამოსაჩენად.

BILD: გსმენიათ ადრე ტოლისოს შესახებ?

მიულერი: კი მსმენია. მოუთმენლად ველოდები მის გაცნობას.

BILD: იზრდება თუ არა თქვენზე ზეწოლა, მოედნის ცენტრში ბევრი ვარიანტების გამო?

მიულერი: ყველაზე დიდი ზეწოლა, რასაც მე ვგრძნობ, ჩემივე თავისგან მოდის. ყველაფერი დანარჩენი - ნორმალური მოვლენაა პროფესიონალურ ფეხბურთში.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.