» » ვიდალი კონფედერაციის თასის ფინალშია

ვიდალი კონფედერაციის თასის ფინალშია

29-06-2017, 14:58 dachi8 სიახლეები 0

ვიდალი კონფედერაციის თასის ფინალშია
არტურო ვიდალი კონფედერაციის თასის ფინალშია. ჩილეს ნაკრებმა ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებს სძლია. ყველაფერი კი პენალტების სერიაში გადაწყდა. 120 წუთიანი თამაშის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში 0-0 იყო დაფიქსირებული. ვიდალმა მოედანზე სრული მატჩი ჩაატარა, ხოლო 119-ე წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

მთლიანობაში 40 855 ათასი მაყურებელი ყველაზე საყურებელი მატჩის მომსწრე გახდნენ. შეხვედრის დასაწყისი მეტად მძაფრი გამოვიდა, თუმცა შემდეგ ტემპი საგრძნობლად დაეცა. მე-6 წუთზე შესანიშნავი შანსი ჰქონდა ანგარიშის გახსნის ედუარდო ვარგასს, ხოლო საპირისპირო კარში თავის გამოჩენა ანდრე სილვას შეეძლო.

მე-2 ტაიმში თამაში კვლავ გამოცოცხლდა. 2 მომენტი ჰქონდა არტურო ვიდალს (54., 62) და კრიშტიანო რონალდუს (48., 72), ასევე თავის გამოჩენა ვარგასსაც შეეძლო (56.), თუმცა ბურთი ბადეში ვერა და ვერ გაეხვა. მე-2 ექსტრა ტაიმში ვიდალმა 119-ე წუთზე ბურთი ძელს მოარტყა. პენალტების სერიაში „ბავარიელმა“ პირველმა მოიყვანა რეალიზაციაში თავისი დარტყმული, შემდეგ კლაუდიო ბრავომ პორტუგალიელების სამივე დარტყმა მოიგერია.

კვირას 2 ივლისს, ჩილეს ნაკრები ფინალში ითამაშებს (22:00 სთ. თბილისის დროით) წყვილი გერმანია-მესქიკის გამარჯვებულთან. შესაძლოა მეორედ ამ ტურნირზე ვიდალი და კიმიხი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს - ბარიკადების სხვადასხვა მხარეს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.