» » Kicker: ული ჰიონესი "ბავარიის" სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

Kicker: ული ჰიონესი "ბავარიის" სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს

29-06-2017, 19:06 dachi8 სიახლეები 0

Kicker: ული ჰიონესი
„ბავარიის“ პრეზიდენტის განცხადებით, მოკლევადიანი წარმატებისათვის დიდი თანხების გადაყრა არ ღირს და ამგვარი სატრანსფერო პოლიტიკა მიუნხენურ გრანდს არ გამოადგება.

ვეტერანი ფეხბურთელების ფილიპ ლამისა და ხაბი ალონსოს კარიერის დასრულების შემდგომ გამოცდილი ფუნქციონერი „ბავარიის“ ხელმძღვანელობისადმი გამოთქმული სატრანსფერო პოლიტიკის კრიტიკის მიზეზს ვერ ხვდება - „ჩვენ რეკონსტრუქციაზე ვსაუბრობთ. „ბავარიის“ მომავალს საფუძველი უნდა ჩაეყაროს. შემდეგ კლუბი 20-22 წლის ფეხბურთელებს ყიდულობს, ჩვენ კი კვლავ გვაკრიტიკებენ. მაგრამ რესტრუქტურიზაციას ვერ ჩაატარებ 100 მილიონიანი 29-30 წლის ფეხბურთელების შეძენით. ეს პოლიტიკა არაა. თუ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს, დიდი თანხები უნდა გავიღოთ. ალიბის არ ვიქმნი ჩემი თავისთვის, მაგრამ საჭიროა უფრო მეტად ვენდოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ან ამ გზით უნდა წავიდეთ და ახალგაზრდებს მეტი შანსი უნდა მივცეთ ან ამ გზას უნდა განვუდგეთ“.

„გასულ სეზონში მადრიდის „რეალმა“ დაიმსახურა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ რომელი ოპონენტის წინაშე იყო „რეალი“ ზეწოლის ქვეშ? - ჩვენს წინაშე. 90 წუთის განმავლობაში ბერნაბეუზე ჩვენს სასარგებლოდ მიმდინარეობდა მატჩი ანგარიშით 2:1“, - იხსენებს ჰიონესი.

ჰიონესი კმაყოფილია კლუბის მიერ გაკეთებული ახალი ფეხბურთელების შეძენით და აღნიშნავს: „მე ვთქვი, რომ თუ ჩვენ გვსურს ამ გუნდის გაძლიერება, მაშინ საჭიროა „ბომბა ტრანსფერების“ განხორციელება და მათი მიღება კი საკმაოდ რთულია. მე უბრალოდ მსურდა მიმეთითებინა, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს და თუ გუნდის გაძლიერება გსურს დიდი თანხები უნდა გადაიხადო და კვლავინდებურად გარანტირებული ვერ იქნები, რომ ჩემპიონთა ლიგას მოიგებ“.

სებასტიან რუდი (უფასოდ), სერჟ გნაბრი (8 მილიონი ევრო), ნიკლას ზიულე (25 მილიონი ევრო) და კორენტინ ტოლისო (41,5 მილიონი ევრო) – „ბავარიის“ ახალი ფეხბურთელები არიან. ჰიონესი ეთანხმება ამ სატრანსფერო პოლიტიკას. „რაც აქამდე გაკეთდა, დიდი სიფრთხილით იქნა გაკეთებული და ჩემი სრული მხარდაჭერა დაიმსახურა, ეს აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია: ზიულეს, რუდის, გნაბრისა და ტოლისოს - მომავალში უდიდესი პერსპექტივები გააჩნიათ“, - განაცხადა 65 წლის ფუნქციონერმა Kicker-თან საუბრისას.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.