» » რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის 2017/18 წლების სეზონს ლევერკუზენთან მატჩით დაიწყებს

რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის 2017/18 წლების სეზონს ლევერკუზენთან მატჩით დაიწყებს

29-06-2017, 22:24 LEV4NI სიახლეები 0

რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის 2017/18 წლების სეზონს ლევერკუზენთან მატჩით დაიწყებს
დღეს, 29 ივნისს ცნობილი გახდა ბუნდესლიგის 2017/18 წლების სეზონის კალენდარი რომლის მიხედვითაც გაირკვა რომ ბაიერნი ვერცხლის სინის დაცვას ლევერკუზენის ბაიერთან პაექრობით დაიწყებს.

მანამდე კი გეტყვით რომ ბუნდესლიგის მომავალ სეზონს 2 ახალწვეული შტუტგარტი და ჰანოვერი ეყოლება, შეგახსენებთ რომ გერმანული ფეხბურთის ელიტას შტუტგარტი პირველი ადგილოსნის რანგში დაუბრუნდა, ჰანოვერმა კი მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობა ვიცე ჩემპიონის პოზიციაზე დაასრულა.

მაშ ასე...

პირველი ტური: მიუნხენის ბაიერნი - ლევერკუზენის ბაიერი
მეორე ტური: ბრემენის ვერდერი - მიუნხენის ბაიერნი
მესამე ტური: ჰოფენჰაიმი - მიუნხენის ბაიერნი
მეოთხე ტური: მიუნხენის ბაიერნი - მაინცი
მეხუთე ტური: შალკე - მიუნხენის ბაიერნი
მეექვსე ტური: მიუნხენის ბაიერნი - ვოლფსბურგი
მეშვიდე ტური: ბერლინის ჰერტა - მიუნხენის ბაიერნი
მერვე ტური: მიუნხენის ბაიერნი - ფრაიბურგი
მეცხრე ტური: ჰამბურგი - მიუნხენის ბაიერნი
მეათე ტური: მიუნხენის ბაიერნი - რ.ბ. ლაიფციგი
მეთერთმეტე ტური: დორტმუნდის ბორუსია - მიუნხენის ბაიერნი
მეთორმეტე ტური: მიუნხენის ბაიერნი - აუგსბურგი
მეცამეტე ტური: მ.გ. ბორუსია - მიუნხენის ბაიერნი
მეთოთხმეტე ტური: მიუნხენის ბაიერნი - ჰანოვერი
მეთხუთმეტე ტური: ფრანკფურტის აინტრახტი - მიუნხენის ბაიერნი
მეთექვსმეტე ტური: მიუნხენის ბაიერნი - კიოლნი
მეჩვიდმეტე ტური: შტუტგარტი - მიუნხენის ბაიერნი

შეგახსენებთ რომ ბუნდესლიგის 2017/18 წლების სეზონი სტარტს 18 აგვისტოს აიღებს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.