» » 4:1 - გერმანია კონფედერაციის თასის ფინალშია!

4:1 - გერმანია კონფედერაციის თასის ფინალშია!

30-06-2017, 01:55 dachi8 სიახლეები 0

4:1 - გერმანია კონფედერაციის თასის ფინალშია!
გერმანიის ნაკრები იოშუა კიმიხთან ერთად კონფედერაციის თასის ფინალში გავიდა! ხუთშაბათს საღამოს 37 923 მაყურებლის თვალწინ, ბუნდესთიმმა ლეონ გორეცკას (6., 8.), ტიმო ვერნერის (59.) და ამინ იუნესის (90+1) გოლების წყალობით მექსიკის ნაკრებს 4:1 ანგარიშით სძლია. კვირას გერმანიის ნაკრები სანკტ-პეტერბურგში თასის ფინალში ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდება (22:00 სთ. თბილისის დროით).

გერმანიის ნაკრების მე-4 მატჩში კონფედერაციის თასზე იოშუა კიმიხი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა (ისევე, როგორც მომავალი „ბავარიელი“ სებასტიან რუდი). მე-2 ტაიმში დრაქსლერის შეცვლის შემდეგ კიმიხმა კაპიტნის სამკლაური მოირგო. კიდევ ერთი მომავალი „ბავარიელი“ ნიკლას ზიულე სათადარიგო სკამზე დარჩა.

პირველივე წუთებიდან გერმანიის ნაკრები აგრესიულ პრესინგზე გადავიდა, რამაც ძალიან სწრაფად გამოიღო სასურველი შედეგი. უკვე მე-6 წუთზე ლეონ გორეცკამ 17 მეტრის დაშორებიდან მატჩში ანგარიში გახსნა. მხოლოდ 2 წუთი იყო გასული, როდესაც ტიმო ვერნერის გადაცემის შემდეგ „შალკეს“ ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა.

კიდევ 2 გოლი მე-2 ტაიმში

შემდეგ იოაჰიმ ლიოვის შეგირდებმა ოდნავ დაკარგეს სიტუაციაზე კონტროლი, ხოლო მექსიკის ნაკრებმა ამით მაშინვე ისარგებლა. ჩიჩარიტოს (33., 35.) და ხიმენესს (51.) შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ 1 გოლი გაექვითათ. 59-ე წუთზე ვერნერმა კითხვის ნიშანი მოხსნა გამარჯვებულის შესახებ და ანგარიში 3:0 გახადა.

მექსიკელები ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და ბრძოლას აგრძელებდნენ. 75-ე წუთზე რაულ ხიმენესმა ხარიხას გაარტყა, ხოლო 89-ე წუთზე მარკო ფაბიანმა ძლიერი დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. უკვე დამატებით დროზე იუნესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:1.

4:1 - გერმანია კონფედერაციის თასის ფინალშია!
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.