» » ARD: ეფენბერგის რჩევა ლეონ გორეცკას

ARD: ეფენბერგის რჩევა ლეონ გორეცკას

30-06-2017, 11:13 -ss- სიახლეები 0

ARD: ეფენბერგის რჩევა ლეონ გორეცკას
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი, ინტერნეტ-გამოცემა ARD-თან მიცემულ ინტერვიუში, გელზენკირხენის "შალკე 04" -ის ახალგაზრდა ნახევარმცველის, ლეონ გორეცკას შესახებ საუბრობს. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, მიუნხენურ კლუბში ლეონ გორეცკას ტრანსფერმა, შესაძლოა ფეხბურთელის მომავალ განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედოს და 22 წლის ნახევარმცველს მოცემულ მომენტში, გერმანულ გრანდში გადასვლისაგან თავის შეკავებას ურჩევს.

"ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება არ არის, გადახვიდე მიუნხენის "ბაიერნში" და შემდეგ ისაუბრო იმაზე, თუ რა დიდი კონკურენციაა კლუბში. "ბავარიაში" კი კონკურენცია ნამდვილად მაღალია. ამჟამად ყველა დაინტერესებულია ლეონ გორეცკას ტრანსფერით, თუმცა აღსანიშნავი ფაქტია, რომ საკუთარი პროგრესისათვის თავად ფეხბურთელისათვის უმჯობესია, "ბავარიაში" გადასვლისაგან თავი შეიკავოს" -ციტირებს ექს-ბავარიელის სიტყვებს გამოცემა ARD-ი.

გერმანულ პრესაში, ლეონ გორეცკას მიმართ, მიუნხენური კლუბის ინტერესზე არაერთი სტატია დაწერილა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა Kicker-ს უკავშირდება. ხსენებული წყაროს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, "ბავარია" საკუთარ რიგებში ლეონ გორეცკას აყვანას, 2018 წლის ზაფხულში შეეცდება, როდესაც ფეხბურთელს გელზენკირხენურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება შეუწყდება და თავისუფალი აგენტის სტატუს მიიღებს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.