» » კანი: შესაძლოა გამოსავალი "50+1" წესის გაუქმება იყოს

კანი: შესაძლოა გამოსავალი "50+1" წესის გაუქმება იყოს

30-06-2017, 12:38 -ss- სიახლეები 0

კანი: შესაძლოა გამოსავალი
მიუნხენის "ბაიერნის" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კარის დარაჯი, ოლივერ კანი "50+1" წესის გაუქმებას მოითხოვს. 48 წლის ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, კანონი რომელიც არეგულირებს, საფეხბურთო კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტის ერთ კერძო პირზე მიცემის დაუშვებლობას, აფერხებს ინვესტიციების მოზიდვას და ბუნდესლიგის კლუბების კონკურენციაზე, უარყოფით გავლენას ახდენს.

"შესაძლოა "50+1" წესის გაუქმება, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა იყოს. სერიოზულ ინვესტორებში, როგორც ასეთი ნეგატიური არაფერია. ისინი დაიტერესებულნი არიანი იმით, რომ კლუბი საგრძნობლად გააძლიერონ. ბოლო პერიოდში ჩემს თავს მუდამ ვეკითხებოდი, თუ როგორ შეიძლება კონკურენციის გაზრდა ისე რომ ჩემპიონობისათვის მებრძოლი სამი-ოთხი ძლიერი კლუბი მივიღოთ"-ციტირებს ოლივერ კანის სიტყვებს გამოცემა Die Welt-ი.

ბოლო წლებში, მიუნხენის "ბაიერნისათვის" კონკურენციის გაწევა, გერმანული კლუბების შეუსრულებელ მისიად იქცა. 2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონში "ბავარიამ" მოპოვებული 82 ქულით, ბუნდესლიგის რიგით მეხუთედ გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ სხვა გერმანული კლუბებისათვის, არც მომავალი საფეხბურთო სეზონი გამოიყურება იმედის მომცემად.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.