» » რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე

რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე

30-06-2017, 23:55 dachi8 სხვადასხვა 0

რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე
გერმანიის თასის ნახევარფინალში, მატჩში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ საშუალო ასაკი „ბავარიის“ შემადგენლობის 30 წელს უტოლდებოდა. კარლო ანჩელოტის პირველი სეზონი კლუბში იოლი არ ყოფილა - ერთ-ერთი ყველაზე უარესი. როტაციის არარსებობამ, რომელიც უკვე სანუკვარი გახდა კარლო ანჩელოტის გუნდებისათვის, კვლავ მოცელა ალენატორე - ხელმზღვანელობა სატრანსფერო ბაზარზე გუნდის გაახალგაზრდავების მიზნით გავიდა.




სებასტიან რუდი


რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე


გერმანელი ტალანტი რეკორდმაისტერში უსასყიდლოდ გადადის... მსგავსს უკვე ალბათ წაწყდომიხართ, მაგალითად სებასტიან როდე, რომელიც ასევე უსასყიდლოდ გადმოვიდა ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ 2014 წელს. თუმცა, „ჰოფენჰაიმელი“ სებასტიან რუდი მხოლოდ 11 ასოთი გავს ყოფილ მიუნხენელ სებასტიან როდეს, რადგან „ჰოფეს“ ყოფილი კაპიტნის ტალანტი რამდენადმე უფრო ფართო მოცულობისაა.

რუდი „ჰოფენჰაიმში“ ლიდერად ჩამოყალიბდა. ეს განპირობებული იქნა რამოდენიმე ცვლილებიდან გამომდინარე, რომელმაც მისი ფუნქციები შეცვალა მოედანზე. „საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მან დიდი პასუხისმგებლობა იგრძნო, სადაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შემოქმედებით მოქმედებებში“... წამყვანი გერმანული გამოცემა Kicker-ისა და ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელის აზრი ერთმანეთს დაემთხვა - სებასტიანი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემპიონატში.

რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე


რუდი, ბონუსის სახით ნამდვილად მრავალმხრივი ფეხბურთელია. ქვევით სურათზე ნაჩვენებია, თუ რა პოზიციებზე თამაშობდა ამ სეზონზე ის ბუნდესლიგაში.

რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე


ისეთი ფეხბურთელი, როგორიც სებასტიან რუდია, ყოველთვის სარგებლის მომტანი იქნება თავისი გუნდისათვის. ფეხბურთელი, რომელიც კიმიხის იდეალური შემცვლელი იქნება მარჯვენა ფლანგზე, ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე, თომას მიულერის პოზიციის გარდა. ბუნდესლიგის იუთუბის კანალმა კი რუდის ზედმეტსახელად "Mr. Allrounder" შეარქვა.

რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე


მომდევნო სეზონი - მშვენიერი შანსია ნახევარმცველისათვის დაამტკიცოს, რომ „ბავარიაში“ ის დიდი ხნითაა - სხვა შემთხვევაში სებასტიანი არ წავიდოდა იმ კლუბიდან, რომელიც მშობლიური გახდა მისთვის. ზებენერ შტრასეზე განსაკუთრებულად სასარგებლო ფეხბურთელი მოვიდა.


სერჟ გნაბრი


რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე


სერჟი - „ბავარიის“ ყველაზე არაერთგვაროვანი შენაძენია ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. კი, ის ბევრად აღემატება დუგლას კოსტას, მაგრამ კლუბს სჭირდება რობენისა და რიბერის შემცვლელები და არა სათადარიგოთა სკამის შევსება.

რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე


თუმცა, სერჟს საკმაო უპირატესობები გააჩნია. ჯერ ერთი - ის ელემენტარულად ახალგაზრდაა - 21 წლის. სადემონსტრაციოდ შედარებისათვის - ის 13 წლით პატარაა რიბერიზე. სერჟ გნაბრი თავის დროზე „არსენალის“ შემადგენლობაში მინდვრის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა – 17 წლისა და 98 დღის ასაკში ის ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობდა.

მეორეც - სერჟს და სებასტიანს არა მხოლოდ სახელის პირველი ასო აერთიანებთ, არამედ უნივერსალურობაც. შეტევაში მარცხენა მხარეს, ფორვარდის პოზიციაზე და მარჯვენა „ინსაიდერი“.

აღსანიშნავია მისი უარყოფითი მხარეც - გნაბრი ხშირად შეტევაში რჩება და თავდაცვით ფუნქციებს არ ითავსებს. დასკვნა - კარლო ანჩელოტის რამოდენიმე ხანი მოუწევს ახალწვეულის გაშალაშინება, არენდით გაშვებაც „ჰოფენჰაიმში“ საინტერესოდ გამოიყურება.


ნიკლას ზიულე


რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე


"არაფერი ისე არ გინათებს გონებას, როგორც კონკურენტი, რომელსაც შენი გადაყლაპვა სურს“ - უეინ კალლაუეი (პეპსი-კო-ს ხელმძღვანელი)


მეორე პერ მერტეზაკერს, როგორც ნიკლას ზიულეს Sky Sports-ის პორტალი უწოდებს, მომდევნო სეზონში მოუწევს ბუნებრივი შერჩევა გაიაროს. ცენტრალურ მცველს არ ამძიმებს არც შესანიშნავი გადაცემები და სისწრაფეშიც ცუდად არ აქვს საქმე, ეს ვიდეო კი youtube ამის დამადასტურებელია.

ქვევით მოყვანილი სტატისტიკაც საინტერესოდ გამოიყურება.

center]რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე[/center]

რა თქმა უნდა, ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ „ბავარია“ ბურთს დროის 8%-ით მეტს ფლობდა ვიდრე „ჰოფენჰაიმი“, მაგრამ ციფრები ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება. ერთი უკვე ცხადია აქედანვე - წარმოუდგენლად რთული იქნება მანუელ ნოიერის კარის აღება გრძელი გადაცემებით საჯარიმოში და საერთოდ აღნიშნული ტრანსფერი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. ბრწყინვალე ართმევებში, დაუმარცხებელი საჰაერო დუელში, დიდებული პასის კულტურით. ნამდვილად გამართლებული ტრანსფერია.


კორენტინ ტოლისო


რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე


ფრანგს აქტიურად უკავშირებდნენ იტალიურ გრანდებს, მაგრამ მან „ბავარიისკენ“ აიღო გეზი.

“ლიონი“ ბოლო სამი სეზონის განმავლობაში - ერთ-ერთი საინტერესო გუნდია საფრანგეთში. უმტიტიმ მაგალითად უკვე „ბარსელონას“ ძირითადში გაიმყარა თავი, ლაკაზეტეს კი სპორტული გამოცემები ლამის ყველა ტოპ კლუბში აგზავნიან, ახლა კორენტინის დრო დადგა - და დამსახურებულადაც თუ ქვევით მოყვანილი რადარით განვსჯით და მას კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე


თუმცა, 3 პოზიციაზე ნახევარდაცვაში „ბავარიას“ ფეხბურთელები საკმაოდ ჰყავს.
ტოლისო როგორც საყრდენი - მაღალი კლასია, არ დაგვავიწყდეს, რომ მარტინესი ამ სეზონში დაცვის ცენტრში თამაშობდა, ამიტომაა მაჩვენებლები ასეთი მაღალი (სურათი ქვევით)

რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე


არც აქ არ ვარდება საერთო სურათიდან ტოლისო

რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე


და რაც ყველაზე საინტერესოა, ტოლისოს შეუძლია ითამაშოს შემტევ ფლეიმეიქერად.

რა უნდა ვიცოდეთ „ბავარიის“ ახალწვეულებზე


შევეშვათ სტატისტიკას... ტოლისო - ფლეიმეიქერია, მაგრამ არა ტიაგოსნაირი, რადგან თამაში უფრო სიღრმიდან მიყავს. შესანიშნავ გრძელ გადაცემებს ფლობს, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩინებულია საჰაერო ორთაბრძოლებში, ხოლო სისწრაფეში შეუჩერებელი.

კორენტინი მბაპეს გზით არ წასულა, მას 22 წლის ასაკში უკვე 120 თამაში დაუგროვდა ძირითად შემადგენლობაში. ეს ფრანგი - „ბავარიის“ მომავალია.

„ბავარია“ თაობათა ცვლას განიცდის. ფილიპ ლამს, ხაბი ალონსოსა და ტომ შტარკეს უკვე გამოემშვიდობა კლუბი, არ ახალგაზრდავდებიან არიენ რობენი და ფრანკ რიბერი. გუნდი იცვლება და მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუ რა მიმართულებით.


ავტორი - სტანისლავ პონომარენკო Sports.ru-ს ბლოგერი.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.